თავში

რა პერსპექტივა აქვს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს

რა პერსპექტივა აქვს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს
რა პერსპექტივა აქვს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს

კორონავირუსით გამოწვეული სიძნელეების დაძლევა და ეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება ჩინეთმა საკმაოდ წარმატებით მოახერხა. როგორც აღმოჩნდა, იგი მსოფლიოში ერთადერთია, რომელმაც საგარეო ვაჭრობაში ზრდის ტრენდი აჩვენა. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ  ჩინეთი წარმატებით გააგრძელებს სავაჭრო ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანას, რასაც მისი ვარაუდით, დიდი პერსპექტივა აქვს. როგორც არჩვაძე აღნიშნავს, მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდა როგორც იმპორტზე, ასევე ექსპორტზეც ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე უფრო მეტად დაწინაურდება, რის ტენდენციაც უკვე საგრძნობლად შესამჩნევია.

,,ჩინეთის ეკონომიკა მატულობს და ასევე იზრდება მოთხოვნა თითქმის ყველა ქვეყანასთან, რომელთანაც იგი ვაჭრობს.  როგორც დანარჩენი ქვეყნებისთვის, საქართველოს ეკონომიკისთვის ჩინეთის ეკონომიკურ გაძლიერებას დადებითი გავლენა აქვს. ჩვენთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან იმპორტის დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის და პირიქითაც, ექსპორტზე ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთი პირველია.  ისეთ ფონზე, როცა მსოფლიოში პანდემიური ვითარება უარესდება, ჩინეთი ეკონომიკური აქტივობის ნორმალურ მაჩვენებლებს თანდათან უბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი გლობალური მოვლენაა. მართალია, ჩინელებმა covid-19-ის მთელ მსოფლიოს თავსატეხი გაუჩინეს, მაგრამ მათ მაინც ყველაზე პირველებმა შეძლეს მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩინეთს როგორც ბოლო თვეებში, ასევე 2020 წლის მეორე და მესამე კვარტლებშიც ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და ეს პოზიტიური ტრენდი გრძელდება, მშპ-ს ზრდა საგრძნობლად მაღალ დონეზეა. ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმაპირობებელ მიზეზებზე არაერთხელ გვითქვამს,  მიზეზი ამჯერადაც უცვლელია - ეკონომიკური მიღწევები, მეტწილად ჩინეთის მმართველობის სტილს უკავშირდება. ქვეყნისთვის დამახასიათებელია შინაგანი დისციპლინა, ავტორიტარული რეჟიმი და ტრადიციებისადმი ერთგულება ანუ შინაგანი იმპროვიზაცია და დამოკიდებულება კანონის აღსრულებისადმი. მრავალმილიარდიანი მოსახლეობა მთავრობის მითითების პირდაპირი შემსრულებელია, რასაც დღესდღეობით ბევრი ქვეყანა ვერ აღწევს", - განმარტავს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც 2020 წელი დაასრულა საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობის ზრდის დადებითი მაჩვენებლით: სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მიხედვით, ჩინეთის იმპორტის და ექსპორტის საერთო მოცულობა გაიზარდა 1.9 %-ით (დაახლოებით 4.97 ტრილიონი დოლარი); ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 4 %-ით, იმპორტი კი შემცირდა 0,7 %-ით.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ეკონომიკა 2020 წლის მე-3 კვარტალში 4.9%-ით გაიზარდა .მსხვილ ეკონომიკებს შორის, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეკონომიკამ სწრაფ გაუმჯობესებას მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system