თავში

რა პირობა მიიღეს ,,რუსთავის აზოტის" მუშებმა დამსაქმებლისგან

რა პირობა მიიღეს ,,რუსთავის აზოტის" მუშებმა დამსაქმებლისგან
რა პირობა მიიღეს  ,,რუსთავის აზოტის მუშებმა დამსაქმებლისგან

,,რუსთავის აზოტის" ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება იურიდიულად არ გაფორმებულა, თუმცა მუშებმა მათ ნდობა გამოუცხადეს და დაუბრუნდნენ საქმიანობას. შედეგად, ელოდებიან, რომ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნებს ადმინისტრაცია გაითვალისწინებს და დაპირება შესრულდება. ამის შესახებ report.ge-ს  ,,გაერთიანებული პროფკავშირების" წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ აცნობა.  

,,ადმინისტრაციამ  მუშებს კიდევ ერთხელ შესთავაზა ის პირობები, რაც 1 მაისს იყო შემოთავაზებული. ცნობილია, რომ დასაქმებულებმა კომპანიის ადმინისტრაციას შეუგზავნეს დამატებით პუნქტები, რის შესრულებასაც ისინი მოითხოვენ. კოლექტიურ ხელშეკრულებაში განხილილული იქნება სახელფასო ყოველწლიური ინდექსაციის საკითხი, დაზღვევის, ასევე შრომის პირობების და სხვა საკითხები. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დასაქმებულების მოთხოვნებს გაითვალისწინებენ და ხელშეკრულებას სამშაბათს მოეწერება ხელი. მათ ასევე ითხოვეს, რომ მანამდე მუშაობა გაეგრძელებინათ. გაფიცულები ყოყმანის შემდეგ საბოლოოდ დათანხმდნენ და სამუშაო პროცესი განახლდა. ახლა მთავარია, კომპანიამ თავისი სიტყვა უკან არ წაიღოს და შეასრულოს პირობა. ყოველ შემთხვევაში ხვალ,  სამშაბათს გამოჩნდება ხელშეკრულების ახალი ტექსტი, სადაც გაფიცულთა ინტერესები იქნება გათვალისწინებული", - ამბობს დოლაბერიძე report.ge-თან და დასძენს, რომ მოთხოვნა აბსოლუტურად სამართლიანია, რადგან 2016 წლიდან  ,,რუსთავის აზოტის" დასაქმებულების ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაზრდილა.

როგორც თამაზ დოლაბერიძე ამბობს, ,,აზოტში“ საშუალო ხელფასი 750 ლარია და ბოლო ხუთ წელიწადში, ხელფასების მატება მხოლოდ ერთხელ, 2019 წელს მოხდა, ისიც 75 ლარით, რომელსაც იღებდნენ, როგოც დანამატს და არა კონკრეტულად ხელფასს. 

ადმინისტრაციის მხრიდან დაპირების შესრულებას ელოდებიან მუშებიც. 

,,ჩვენ არ ვითხოვთ ისეთ პირობებს, რისი შესრულებას შეუძლებელია ან შეიძლება არასამართლიანი იყოს ჩვენი მხრიდან. ვითხოვთ იმდენს, რაც ჩვენი შრომით გვეკუთნის. ლარი კატასტროფულად  არის გაუფასურებული, ინფლაციამ ხელფასი შეჭამა და ვერ ავუდივართ ხარჯს, აყველაფერი გაძვირდა და ხომ უნდა ვიარსებოთ, როცა ასეთ მძიმე შრომას ვეწევით. ველოდებით, რომ პირობა შესრულდება, ამიტომ დავთანხმდით",  - ამბობს „რუსთავის აზოტის“ თანამშრომელი ლევან ცუხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავის აზოტის" გაფიცული თანამშრომლების სამუშაოს უბრუნდებიან. ისინი ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ ხელფასების ზრდას დათანხმდნენ.

როგორც გაფიცულთა საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, ნაწილი სამუშაო ადგილს უკვე დაუბუნდა, ნაწილი კი უახლოეს დღეებში დაუბრუნდება. მათი განცხადებით, საწარმოს ადმინისტრაციასთან შეთანხმების რამდენიმე დეტალი უნდა დააზუსტონ და ამის შემდეგ თანხმობას ოფიციალურად განაცხადებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system