თავში

რა პირობებს შესთავაზებს მგზავრებს ქართული ,,ლოუკოსტერი"

რა პირობებს შესთავაზებს მგზავრებს ქართული ,,ლოუკოსტერი"
რა პირობებს შესთავაზებს მგზავრებს ქართული ,,ლოუკოსტერი

სულ მცირე დრო რჩება და ავიაბაზარს ახალი ქართული დაბალბიუჯეტიანი კომპანია შეემატება.როგორც report.ge-ს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ,,ჰაბ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ აცნობა, მოლაპარაკებების წარმატებით თუ განხორციელდება, უკვე საახალწლოდ, პირველი რეისის შესრულებას შეძლებენ. კოდუას თქმით, გარდა იმისა, რომ ბილეთები იაფი იქნება, მგზავრებს ტვირთებზე დაწესებული საფასურიც გაუიაფდებათ.  

ცნობილია, რომ პირველი ქართული დაბალბიუჯეტური კომპანია ,,აირ ჯორჯიას" ბრენდით იქნება წარმოდგენილი.

,,რამდენიმე საათში ახალი თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება. სულ რამდენიმე დეტალი გვაქვს მთავრობასთან შესათანხმებელი, მოლაპარაკებების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემოგვთავაზონ ისეთივე პირობები, როგორიც Wizz air-ს, სხვა შემთხვევაში ვერ ვიმუშავებთ, ვერ განვვითარდებით.  კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი და რომელიმე ერთის სასარგებლოდ ექსკლუზიური პირობები გამოირიცხოს.  ასეთ შემთხვევაში, პირობას ვდებთ, რომ ფასები იქნება ისეთი, როგორიც უნგრულ კომპანიას აქვს, შესაძლოა უკეთესიც. მოგეხსენებათ, რომ ხელბარგზე მაღალი ფასებია და ჩვენ მზად ვართ, აქაც შეღავათი გავუწიოთ მგზავრებს. საშუალება თუ მოგვეცემა, მზად ვართ ფრენები დავიწყოთ, როგორც კი ნებართვა გვექნება, საახალწლოდ პირველ რეისს შევასრულებთ. ჩვენ ,,ეარ ჯორჯია ექსპრესის" სტატუსით დავიწყებთ ფრენებს უკვე ქუთაისიდანაც. ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო კარგი პროდუქტი დაიდება ბაზარზე, მუშაობს მთელი ჯგუფი, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია გავწიოთ", - აცხადებს report.ge-თან გიორგი კოდუა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ახალი ქართული დაბალბიუჯეტური კომპანია "აირ ჯორჯია" 20 ოქტომბერს 16:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Airbus A320-ის ტიპის 2 თვითმფრინავს ჩამოიყვანს.

თვითმფრინავები 180 მგზავრზეა გათვლილი. ამ თვითმფრინავებით რეისებს ავიაკომპანია ევროპისა და შუა აზიის მიმართულებით განახორციელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system