თავში

რა პირობით დაუჭერს მხარს "შრომის კოდექსში" ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტი

რა პირობით დაუჭერს მხარს "შრომის კოდექსში" ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტე
რა პირობით დაუჭერს მხარს შრომის კოდექსში ცვლილებებს ჯანდაცვის კომიტეტი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი „შრომის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვასთან დაკავშირებით ჩანაწერი დარჩება.

კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ კატეგორიულად მიუღებელია მე-16 მუხლის მეხუთე პუნქტი სადაც რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, ორ ადგილზე მუშაობა აკრძალული იქნება.

„შესაძლოა, ეს ჩანაწერი სხვა დროს კარგად იყოს აღქმული, მაგრამ დღეს არსებულ რეალობაში, როცა სახეზეა სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე, მოქალაქეებს აუკრძალო ორ სამსახურში მუშაობა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააურესებს. კარგ ჩანაწერს კარგი დროის შერჩევა სჭირდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს შეზღუდვა არის მიუღებელი და ჯანდაცვის კომიტეტი მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ხუნდაძემ და დასძინა, რომ ზოგადად კანონპროექტში ძალიან ბევრი სიკეთეა.

„შრომის კოდექსში“ ცვლილებები დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა მოამზადა. პროექტი შრომის მიმართულებით ახალ საკანონმდებლო რეგულაციებს ადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system