თავში

რა პირობით ისესხა მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი

რა პირობით ისესხა მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი
რა პირობით ისესხა მთავრობამ ბანკებისგან 140 მილიონი ლარი

2019 წლის 10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. 

მოთხოვნამ შეადგინა 120 020 000 ლარი. 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.250 პროცენთი, მაქსიმალური 9.530 პროცენთით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.372 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. 

კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

დღესვე, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. 

მოთხოვნამ შეადგინა 171 579 000 ლარი. 

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500 პროცენტით, მაქსიმალური 9.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.848 პროცენტით განისაზღვრა.

დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე ჯამში 140 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system