თავში

რა პოტენციალი აქვს მოცვის ბიზნესს საქართველოში

რა პოტენციალი აქვს მოცვის ბიზნესს საქართველოში
რა პოტენციალი აქვს მოცვის ბიზნესს საქართველოში

ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი კომპანიამ "ეფკომ" გამართა პრეზენტაცია მოცვის ბიზნესში ინვესტიციასთან დაკავშირებით.

პრეზენტაციას ნიდერლანდურმა ვებგვერდი www.agf.nl გამოეხმაურა, სადაც გამოქვეყნა სტატია.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პრეზენტაციაზე საპარტნიორო ფონდის ღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ ფონდის ინვესტიცია ლატიაურშსა და ოზურგეთში, ემსახურება 127 ჰექტარ მიწაზე მოცვის გადამამუშავებელი ბიზნესის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვას.

მისი განცხადებით, ქართულ მოცვს შეუძლია საერთაშორისო ბაზრის დიდი ნაწილის დაიკავოს და შესაბამისად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს მოცვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში.

სტატიაში აღნიშნულია მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაცია, რომლითაც საქართველოსთვის მოცვის ექსპორტი ძალზედ მნიშვნელოვანია და რომ 5,2 მილიონი ევროს ინვესტიცია უკვე გაკეთდა.

ცნობისთვის, "ეფკოს" მოცვის ბიზნესის 32 ჰექტარი, ხოლო ჯამში 326 ჰექტარის ოდენობის მიწები გააჩნია. შპს „ეფკომ“ ლურჯი მოცვის პლანტაციების აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები აუქციონზე გადაიბარა.  საქმე ისაა, რომ საპარტნიორო ფონდის მიმართ პლანტაციის აქტივების მმართველ „ვანრიკ აგროს“ ვალდებულებები დაუგროვდა, რაც ვერ დაფარა. „ვანრიკ აგრო“ გაკოტრების რეჟიმში გადავიდა, საბოლოოდ კი, საპარტნიორო ფონდმა ამ ვალდებულებების გასხვისება საჯარო აუქციონის გზით გადაწყვიტა, რომელშიც მხოლოდ ერთი კომპანია - „ეფკო“ მონაწილეობდა.

„ეფკომ“ 12 მლნ 10 ათას ლარად გადაიბარა წინამორბედის ვალდებულებები. სააუქციონე პირობების მიხედვით, 12 მლნ 10 ათასიდან 3 მლნ ლარ კომპანიამ თავდაპირველად დაფარა, დანარჩენ თანხას კი მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში დაფარავს.

გურიაში, დაბა ლაითურში ლურჯი მოცვის პლანტაციის გასაშენებლად 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. ეკონომიკის მინისტრის თქმით, 20 მილიონ ლარზე მეტია მოცვის წარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა. დღესდღეობით 500-ზე მეტი კომპანიაა ჩართული მოცვის  ბიზნესში.

ნახევარ ჰექტრამდე მოცვის გაშენებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. ქართული მოცვის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე რუსეთში გადის. სპეციალისტების განმარტებით, საქართველოს აქვს პოტენციალი ლურჯი მოცვის უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში შევიდეს.

ცნობისთვის, შარშან ქართულ ლურჯ მოცვზე ისტორიულად მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system