თავში

რა პრინციპით აპირებს მთავრობა ყოველწლიურად პენსიის ზრდას

რა პრინციპით აპირებს მთავრობა ყოველწლიურად პენსიის ზრდას
რა პრინციპით აპირებს მთავრობა ყოველწლიურად პენსიის ზრდას

ფინანსთა სამინისტრო პენსიის ინდექსაციის პროექტზე მუშაობას ნოემბრის დასაწყისში დაასრულებს. პენსიის ინდექსაციამ უნდა განსაზღვროს, რა პრინციპით და რამდენით გაიზრდება ყოველწლიურად საბაზისო პენსია საქართველოში.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რამდენიმე ვარიანტი განიხილება, რა პრინციპზე იქნება დამყარებული პენსიის ინდექსაცია.

"ჩვენ სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჯგუფებთან კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი გვქონდა, ძირითადად, სოციალური მიმართულებით მომუშავე ჯგუფებთან. ოქტომბრის შუა პერიოდში, დაახლოებით 15 რიცხვში ჩამოდის კიდევ ერთხელ მისია. სავალუტო ფონდის, ასევე მსოლფიო ბანკის მისიასთან გვექნება დამატებითი კონსულტაცია და ინდექსაციის საბოლოო ვარიანტი, ვფიქრობ, თვის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება, რომ წარმოდგენილი იყოს. რაზე იქნება დაფუძნებული, მრავალი ვარიანტი განვიხილეთ. იქნება კომბინირებული, იქნება იქ გამოყენებული ინფლაციის მაჩვენებელიც, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც აუცილებლად. არის ვარიანტი, რომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელიც იყოს გამოყენებული", - განმარტავს კაკაურიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system