თავში

პანმდემიური შოკი თუ ციკლური ჩავარდნა - რა პრინციპით გაიწერა ანტიკრიზისული გეგმა

რა პრინციპით გაიწერა ანტიკრიზისული გეგმა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუა განმარტავს, რა პრინციპით იხელმძღვანელა მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის შედგენისას. მისი თქმით, მთავრობისთვის ამ საკითხში მთავარი ორიენტირი მოქალაქეების და შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერა იყო.

დუნდიას განმარტებით, როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში მოქმედებს საქართველოც.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ სოციალურად ორიენტირებული დანახარჯების ზრდაა. ასეთია როგორც ადგილობრივი სპეციალისტების უმეტესობის, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია.

"როდის უნდა დაეხმარო უშუალოდ მოქალაქეს სოციალურად გამალებით და როდის უნდა დაეხმარო ინფრასტრუქტურას უფრო მეტად, ვიდრე მოქალაქეს, ეს ორი სხვადასხვა მდგომარეობიდან გამომდინარეობს. თუ გვაქვს ეკონომიკის ბუნებრივი, ციკლური ჩავარდნა, ამ დროს განსაკუთრებულად ეხმარები ეკონომიკას და სოციალურ დახმარებებს არ გასცემ, მაგრამ პანდემია არაა ციკლური ჩავარდნა, ეს არის პანდემიიდან გამოწვეული შოკი, რომელიც როგორც კი დასრულდება, ისევ აღდგება ეკონომიკა. შესაბამისად ახლა მთავარი ამოცანაა, გადაარჩინო მოქალაქე. ამიტომაცაა, ამერიკის შეერთებულ შტატების ზუსტად ასევე ეხმარება თავის მოქალაქეებს, ფინანსური დახმარებითა და სასურსათო მხარდაჭერით. როგორც ყველა განვითარებული ქვეყანა იქცევა, ზუსტად იმ ტრენდში ვართ ჩვენც," - ამბობს დუნდია და ამატებს, რომ ახლა საქართველოს ეკონომიკა პანდემიის შოკში იმყოფება. მისი განმარტებით, ეს რომ იყოს ციკლური ჩავარდნა, წავიდოდა მსჯელობა მემარჯვენე ორიენტაცია ჯობია, თუ უმჯობესი იქნება ფული სამუშაო ადგილების შესაქმნელად დაიხარჯოს ინფრასტრუქტურაში, თუ უშუალოდ დასუბსიდირდეს განსაცდელში მყოფი პირების შემოსავალი, მაგრამ, დუნდუა ამტკიცებს, რომ  ახლა ეს მდგომარეობა არაა და ამიტომაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბიზნესის და მოქალაქეების ერთდროულად დახმარება.

"პირველ რიგში, გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავეხმაროთ არსებობის შენარჩუნებაში მოქალაქეებს. ჩვენ და მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამას აკეთებს და მეორე, არ გავაჩეროთ ინფრასტრუქტურული პროექტები. პანდემია რომ არ ყოფილიყო, შესაძლოა, ამ წელს საქართველო გამხდარიყო მანქანათმშენებელი ქვეყანა და ათასობით ელექტრომობილი გასულიყო ექსპორტზე. ეს პროექტი იყო მომზადებული და პანდემიამ გააჩერა. მომავალ წელს აღდგება ეს და მომავალ წელსაც და შემდგომ წლებშიც საქართველო გახდება ასეთი სახელმწიფო, მაგრამ დღეს მთელ მსოფლიოში არაორდინალური სიტუაციაა. მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეთანხმებული და მოწონებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სწორია და იმიტომ. სხვა გამოსავალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მალე მოევლება ამ პრობლემებს და მომავალი წლის მეორე ნახევრიდან დაგვავიწყდება ის პრობლემები, რაც საქართველოში დღეს გვაქვს და სულ სხვა პერსპექტივით შევხედავთ მომავალს“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა. საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზა1 420 მლნ ლარით ფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system