თავში

რა პრინციპით უნდა მიეცეს ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია - კითხვა მთავრობას

რა პრინციპით უნდა მიეცეს ოკუპირებულ აფხაზეთს ე
რა პრინციპით უნდა მიეცეს ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგია - კითხვა მთავრობას

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია, თუ რა პრინციპით მოხდება გამომუშავებული ენერგიის გაყოფა ოკუპირებულ აფხაზეთთან ენგურჰესის რეაბილიტაციისა და ამოქმედების შემდეგ,

აფბას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, აუცილებელია ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მოხდეს ოფიციალური პოზიციის დაფიქსირება იქნება თუ არა მკაცრად დაცული დეფაქტო აფხაზეთის მხარესთან არსებული შეთანხმება, რაც ენგურის რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% დეფაქტო აფხაზეთის ადმინისტრაციის.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენეთა ასოციაციის“ პოზიციით, ერთი მხრივ, მუდმივად მზარდი ელექტროენერგიის ტარიფი, საკმაოდ უარყოფითად აისახება საქართველოს მოსახლეობაზე და ქვეყანაში არსებული ბიზნესის მდგომარეობაზე, ხოლო მეორე მხრივ, დეფაქტო აფხაზეთის მოხმარება ბოლო 3 წლის მანძილზე დრამატულად იზრდება და ეს ფაქტი კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფით აიხსნება. გასულ და მიმდინარე წელს ამას დაემატა რუსეთიდან უწყვეტი ნაკადით შესული ე.წ. მობილური მაინინგის ფერმები. როგორც ირკვევა, დეფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის 70%, და შესაძლოა მეტიც, იხარჯება კრიპტოვალუტის მაინინგის ფერმების დენით უზრუნველყოფაზე.

აფბას შეფასებით, თუკი მოხდება 60/40-ზე პარიტეტის დაცვა, მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარებას დააბალასება მოხერხდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების გაზრდილი გამომუშავების ხარჯზე. 

შეგახსენებთ, საქართველო ოკუპირებულ რეგიონს დენს უფასოდ აწვდის. აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წლის პირველ ნახევარში წლიურად 15.2%-ით, პირველ კვარტალში 8.0%- ით, ხოლო მეორე კვარტალში 27.8%-ით გაიზარდა. დანარჩენი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა წლიურად 8.8%-ით 2020 წლის პირველ ნახევარში, 0.7%-ით პირველ კვარტალში და 16.7%-ით მეორე კვარტალში. მთელი 2020 წლის განმავლობაში ელ. ენერგიის გენერაცია წლიურ ჭრილში, ანუ 2019 წელთან შედარებით, 5.9%-ით შემცირდა. აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით 2020 წელს.

აფხაზეთი და თბილისი თანაბარი მოცულობის დენს მოიხმარს 2020 წლის განმავლობაში რეგიონმა დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც 1.1-მილიონიანმა თბილისმა.

აფხაზეთი საქართველოდან ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით უფასოდ მარაგდება. აფხაზეთის მიერ საქართველოდან მიღებული უფასო ელექტროენერგია 2020 წელს 24%-ით გაიზარდა და 2.55 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $102 მილიონი დოლარია (ერთი კილოვატი 4 ცენტი).

თბილისის ენერგოგამანაწილებლის, “თელასის” მიერ მიღებული ელექტროენერგიის მოცულობა 2.63 მილიარდი კილოვატ საათია.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდას რეგიონში კრიპტოვალუტების მოპოვებას უკავშირებენ. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მთავრობამ ტერიტორიაზე კრიპტოვალუტების მაინინგისთვის განკუთვნილი ბლოკების შეტანა აკრძალა, თუმცა აკრძალვის მონიტორინგს ვერ ახორციელებს.

2021 წლის იანვარში სადგური სარეაბილიტაციოდ სამი თვით, აპრილამდე, გაჩერდა.ამ პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა ამარაგებდა. ოკუპირებული რეგიონმა რუსეთისგან დენი იყიდა.

ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს.

2021 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს ელექტროენერგიის მოხმარება 12,923 მლრდ კვტ.სთ იქნება. მათ შორის, 650.8 მლნ კვტ.სთ სავარაუდოდ, ექსპორტზე გავა, ხოლო 2,699 მლრდ აფხაზეთისთვის იქნება მიწოდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system