თავში

რა პრობლემა აქვთ დისტრიბუტორებს საცალო მოვაჭრეებთან

რა პრობლემა აქვთ დისტრიბუტორებს საცალო მოვაჭრეებთან
რა პრობლემა აქვთ დისტრიბუტორებს საცალო მოვაჭრეებთან

სადისტრიბუციო ბიზნესის წარმომადგენლების მოთხოვნა, რომ რითეილ სექტორთან პრობლემის მოგვარებაში მთავრობა ჩაერთოს, გათვალისწინებულია. კანონპროექტში შესაბამისი ცვლილება უკვე ინიცირებულია, რასაც პირველი შეფასება დღესვე მოჰყვა. დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია report.ge-თან ამბობს, რომ  გადახდებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვთ სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან, რადგან ვალს დროულად არ იხდიან და საბოლოოდ დისტრიბუცია ზარალდება. 

,,ჩვენი მიზანი იყო არსებული პრობლემის დარეგულირება, რითეილ სექტორის მხრიდან პრობლემას ხშირად ვაწყდებით და დამოუკიდებლად მისი მოგვარება უკვე შეუძლებელია. ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 2 წლის წინ გაეგზავნა კონკურენციის სააგენტოს. შესაბამისად, დაიდო დასკვნა, რომ პრობლემა რეალურად არსებობს, მაგრამ სიღრმისეულად მისი შესწავლა ვერ ხერხდება. არათანაბარ პირობებში გვიწევს ოპერირება ბაზარზე, ამიტომ აუცილებელია, ეს ურთიერთობა ჩარჩოში მოექცეს და იყოს და საბოლოოდ დარეგულირდეს", - ამბობს ჭყონია და დასძენს, რომ პრობლემა, საცალო მოვაჭრეებთან პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, ვალების გასტუმრების ვადებს უკავშირდება.

,,კომპანიების თითქმის 80% თანხების ჩარიცხვას აგვიანებს. ეს საკმაოდ რთული პრობლემაა. საქმე იმაშია, რომ ვერც სასამართლოს მივმართავთ, რადგან სანამ საჭირო პროცედურები გაივლის, ეს თანხა, შეიძლება ჩაირიცხოს, მაგრამ აქ საუბარია გადახდის ვადიანობაზე. როდესაც გადახდას 1 კვირით ან მეტი ხნით აგვიანებენ, მუშაობაში დისტრიბუციას ხელი ეშლება. 1 დღეც კი სასიცოცხლოდ ნიშვნელოვანია, როცა მომწოდებლებისთვის ვალდებულებების გადახდა გრაფიკით გვიწევს. ამ დროს ვალების აღებას 2-3 თვის დაგვიანებით ძლივს ვახერხებთ. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ სახის ურთიერთობებს ზედამხედველობას უწევს კონკურენციის სააგენტო ან მსგავსი უფლებებით აღჭურვილი სტრუქტურა, რათა მსხვილი ბიზნესისგან მცირე და საშუალო საწარმოები არ დაიჩაგრონ", - აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს, პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

კანონპროექტი დაარეგულირებს სახელშეკრულებო პირობებს და გადახდის ვადებს, რომელიც გულისხმობს მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში თანხის - 20 დღეში და არამალფუჭებადის შემთხვევაში - 30 დღეში გადახდას, რათა კომპანიებს საბრუნავი ფული ჰქონდეთ და საცალო მოვაჭრეების კეთილ ნებაზეარ იყვნენ დამოკიდებულები. აქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დაადგენს ქცევის წესებს სამართლიანი კომერციული პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system