თავში

რა პრობლემაა HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით

რა პრობლემაა HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით
რა პრობლემაა HACCP-ის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით

HACCP-ის სისტემის დანერგვის პროცესში მთავარი პრობლემა კომუნიკაციის დეფიციტი და ინფორმაციის არასწორი მიწოდებაა, რის გამოც ბიზნესს სიახლე აშინებს. სინამდვილეში, როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე report.ge-თან განმარტავს, სიახლე მხოლოდ პროდუქტის აღრიცხვიანობას  უკავშირდება, რასაც ბიზნესი აქამდეც აკეთებდა, თუმცა ამიერიდან უფრო მოწესრიგებული ფორმით გააკეთებს და ამისთვის ობიექტს, მაგალითად, რესტორანს, დასჭირდება მომსახურე პერსონალი, რომელსაც პროდუქტის აღრიცხვის ვალდებულება დაემატება.

,,HACCP-ის სისტემის დანერგვისას უარყოფითი დამოკიდებულება არის იმაზე მეტი, ვიდრე რეალურად სისტემა წარმოადგენს. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიცაა, რომ სფერო სწორად არ არის ინფორმირებული. ბაზარზე გამოჩნდნენ მოთამაშეები, რომლებიც სისტემის დანერგვაში სოლიდურ თანხას ითხოვენ, მაგალითისთვის, თითო რესტორანს  5 000-დან 15 000 ლარამდეც, როცა ახალი ვალდებულება სინამდვილეში არ შეიძლება რაიმე სერიოზულ  ხარჯს უკავშირდებოდეს. ეს არის მოთხოვნა, რაც ჰქონდათ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ობიექტებს, ემატება სულ რაღაც 5%, რაც უნდა გაკეთდეს სისტემის დანერგვისთვის. ეს არ უკავშირდება რაიმე დანადგარის შეძენას, უბრალოდ, დამატებითი აღრიცხვიანობაა, რაც მოითხოვს კობნტროლის გაძლიერებას უსაფრთხოებაზე. თუმცა არასწორი დამოკიდებულების გამო რიგ ობიექტებს შეიძლება პრობლემა შეექმნათ. მარტივი სქემაა: როდესაც პროდუქტს იღებს ოპერატორი, მან უნდა აღრიცხოს, გააკეთოს ჩანაწერი - როდის რამდენი შემოვიდა, რა პროდუქციაა, რა დაფასოვდა და სხვა, სანიტარიას, კერძების და ნედლეულის ხარისხის ზუსტ აღწერას. ამას სჭირდება ერთი რვეული და არსებულ პერსონალზე მინიმალური თანხის გამოყოფა, რომელიც აიღებს აღიცხვის ვალდებულებას კომუნიკაცია არასწორია, ინფორმაცია არ ვრცელდება სწორად და ვიღაც გარწმუნებს, რომ სისტემის დანერგვაში უნდა გაგიწიოს მომსახურება, რაც არასწორი დამოკიდებულებაა", - აცხადებს report.ge-თან შოთა ბურჯანაძე.

მისი შფასებით, HACCP გაგებულ იქნა როგორც წნეხი, როდესაც რეალურად განვითარების შესაძლებლობაა და კარგი იქნება, რომ ნებაყოფლობითი იყოს, რაც გაზრდის კონკურენციას ბაზარზე.

რაც შეეხება კომუნიკაციას, როგორც აღმოჩნდა, ნამდვილად არის პრობლემა, რადგან საცალო გაყიდვების წარმომადგენლებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტში, წარმოდგენაც არ აქვთ ახალი ვალდებულების შესახებ.

,,სურსათის რეალიზაციას ვეწევით მაღაზიაში, ასევე გვაქვს ონლაინ მომსახურება. არავის უთქვამს, რომ რაიმე სტანდარტი უნდა დაწესდეს და უნდა მოვემზადოთ ამისთვის.  HACCP-ის სისტემას ვიცნობ თეორიულ დონეზე და ვიცი რას წარმოადგენს. თუმცა როგორ შეიძლება დაინერგოს და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, ამასთან დაკავშირებით წარმოდგენა არ მაქვს. თუკი რაიმე დამატებით ხარჯს ან მკაცრი პირობების დაკმაყოფილებას უკავშირდება, კარგი იქნება, რომ დროებით მაინც შიკავონ თავი ამ ახალი რეგულაციისგან, სანამ ეპიდემიისგან ადასუყსტებული ბიზნესი ძალებს მოიკრებს", - ამბობს მეწარმე ლალი სხირტლაძე. 

გამოჩნდნენ სუბიექტები, რომლებიც რესტორანს სთხოვენ თანხას ამ სისტემის დანერგვისთვის, რის საფუძველზეც ადგილზე მომსახურე პერსონალმა უნდა ჩაატაროს აღრიცხვა, რომლის დანერგვაში ისინი, ვინც ნაკლებად ინფორმირებული არიან, .

ცნობისთვის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან ერთ-ერთია. სისტემის პრინციპების დაცვა 2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. პერიოდულად კი ემატებოდა და მოიცვა ყველა საკვების მწარმოებელი და რეალიზაციის სექტორი.

2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system