თავში

რა პრობლემაა საქართველოს ენერგეტიკაში

რა პრობლემაა საქართველოს ენერგეტიკაში
რა პრობლემაა საქართველოს ენერგეტიკაში

იმპორტზე მასშტაბურ დამოკიდებულებას ენერგეტიკოსების ერთი ნაწილი გენერაციების ობიექტების სიმცირეს უკავშირებს. ისინი ფიქრობენ, რომ  სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, დარგის განვითარება ძნელად წარმოსადგენია. თუმცა სპეციალისტების ნაწილს აქვს განსხვავებული პოზიციაც და report.ge-თან აცხადებს, რომ დარგის ძირითადი პრობლემა არასწორი განვითარება და მაღალი ტარიფებია, რასაც მთავრობის მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა. 

ენერგეტიკოსი გია არაბიძე ჰესების მშენებლობის პოლიტიკას მხარს უჭერს და ამბობს, რომ სანამ სახელმწიფო საბრკოლებას აწყდება და მსხვილი პროექტების განხორციელება ჭიანურდება, ვერც ენერგოდამოკიდებულების პრობლემის მოგვარება იქნება შესაძლებელი.

,,სახელმწიფო ელექტროსისტემის განვითარების ათწლიანი გეგმა არსებობს -  20/30 სადაც არის  - ჰიდრო, თბო და განახლებადი ელექტროენერგიების განვითარების ეტაპები არის გაწერილი.  ის ძირითადი ქარხნები, რომლებიც კოვიდამდე მუშაობდნენ, დღესაც აგრძელებენ საქმიანობას, განსაკუთრებით ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და სხვა, ნაკლები დატვირთვით, მაგრამ მაინც მუშაობენ. შესაბამისად, ქვეყანა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. კერძოდ, 1800 მგ/ვთ არის ჩვენი მოხმარება, დაახლოებით ამის ნახევარი, 800 მგ/ვტ შემოდის იმპორტზე, დანარჩენს - ჩვენ გამოვიმუშავებთ. აფხაზეთის საჭიროებისთვის ამ მომენტში 250 მგ/ვტ-მდე შემოდის. იანვარ-თებერვალ-მარტში ჩვენი მოხმარების მესამედი იმპორტით იყო უზრუნველყოფილი. ამის მთავარი პრობლემა გენერაციების ობიექტების სიმცირეა", - აცხადებს არაბიძე.

პრობლემის განსხვავებულ მიზეზზე საუბრობს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომელიც მთავრობის ენერგეტიკულ პოლიტიკას იწუნებს.

,,სახელმწიფომ უნდა გამონახოს რეზერვი, რომ თვითონ ჰესების მშენებლობაში ჩადოს ფული, თვითონ გასწიოს ეს ხარჯი და არა ისე, როგორც სინამდვილეში ხდება. აუცილებელი მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ხელმისაწვდომი ტარიფი. ჩვენთან გამომუსავებული დენის დიდი ნაწილი კრიპოვალუტებს და ბიტკოინებს ხმარდება. უეს საკითხი რომ დაერეგულირებინათ, არ გვექნებოდა ასეთი მაღალი იმპორტი, მაგრამ წლების განმავლობაში მიდგომა არ იცვლება. ჰესების აშენების შემდეგ ტარიფი იქნება იმდენი, რომ მისი რეალიზაცია სერიოზულად გაჭირდება, იმიტომ რომ ჩვენს მეზობველ ქვეყნებში ბევრად იაფი იქნება ტარიფი, ვიდრე საქართველოში, სად უნდა წავიღოთ შემდეგში ეს ძვირი ელექტროენერგია?! მათ შესასყიდლად ისევ ბიუჯეტიდან წავა თანხა და დაიკარგება. სპეციალისტები არ არიან დარგში, ენერგეტიკის სფერო არ არის ისეთი ყურადრების ცენტრში, როგორც უნდა იყოს. ტარიფის რეგულირებაც ისე ხდება, რომ მონსტრები შექმნეს 2 კომპანიის სახით, რომლებიც უკვე თვითონ კარნახობენ თამაშის წესებს ბაზარს", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე report.ge-თან. 

ცნობისთვის, საქართველოს ენერგომოხმარების მესამედი იმპორტით ივსება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის, ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

,,ბოლო ათი წლის განმავლობაში ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, მაგრამ ჰესების მშენებლობა ჩამორჩებოდა ამ პროცესს. მთელი რიგი პრობლემების და მათ შორის ჰესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გამო. შესაბამისად, თუ 2010 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 200 მილიონ კილოვატსაათზე ოდნავ მეტი იყო, ახლა გვიხდება 1,6 მილიარდი კილოვატ/საათის, რვაჯერ მეტის შემოტანა. ამას ემატება 3 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგიის გამომუშავება გაზის თბოსადგურებზე, ისევ და ისევ უცხოური გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, გამოდის, რომ ჩვენი მოხმარების მესამედზე მეტი, უკვე დღეს იმპორტზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თურნავამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system