თავში

რა პრობლემაა წყალსაცავიან ჰესებთან დაკავშირებით

რა პრობლემაა წყალსაცავიან ჰესებთან დაკავშირებით
რა პრობლემაა წყალსაცავიან ჰესებთან დაკავშირებით

ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, საქართველოში წყალსაცავიანი ჰესების სიმძლავრეები არასაკმარისია, რის გამოც ენერგეტიკის სექტორში მუდმივად პრობლემაა. როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, ყველა გენერაციის ობიექტის გამომუშავება იზრდება, მაგრამ ამ ამ ზრდას ვერ მიყვება მარეგულირებელი წყალსაცავიანი ელექტროსადგურების გამომუშავება, რაც სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რცება.

,,დღესდღეობით ენერგეტიკაში არაგეგმიური არაფერი არ ხდება, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ 3 დღის წინ ტექნიკური პრობლემის გამო თბოსადგურის 1 ბლოკი გვქონდა დატვირთული და ამის გამო დამატებით 1100 მგ/ვტ ელექტროენერგიის შემოტანა დაგვჭირდა 1,5 -2  დღის განმავლობაში. ახალი არაფერი არ ხდება, მაისის დასაწყისიდან უკვე ენგური შემოგვეშველება, წყლის მოცულობაც გაიზრდება და სიტუაცია დასტაბილურდება. პრობლემა გვაქვს ისეთივე, როგორიც შარშან და შარშანწინ, რაც უკავშირდება იმას, რომ მარეგულირებელი ანუ წყალსაცავიანი ჰესების სიმძლავრეები, წყლის მოცულობები ჩვენს სიტუაციას არ ყოფნის. ეს იწვევს ყველაზე დიდ პრობლემას, მათ შორის იმპორტირებული ელექტროენერგიის გაზრდას. ყველა გენერაციის ობიექტის გამომუშავება იზრდება, მაგრამ ამ ზრდას ვერ მიყვება მარეგულირებელი წყალსაცავიანი ელექტროსადგურების გამომუშავება, რადგან აქ ჩვენი არაფერი ახალი არ შეგვმატებია ,,ენგურჰესის" აშენების შემდეგ", - აცხადებს ენერგეტიკოსი.

გია არაბიძის თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 40% თუ მოვა მარეგულირებელ ან წყალასაცავიან ჰესებზე, მაშინ ექსპორტ-იმპორტის ბალანსი და განახლებადი წყაროების ენერგოსისტემაში ჩართვის პრობლემა მეტნაკლებად გადაწყდება. 

,,წყალსაცავიანი ჰესების სიმძლავრეების, მინიმუმ, 10%-იანი ზრდა გვჭირდება, რომ სტაბილური სიტუაცია გვქონდეს. როგორიც იყო, ვთქვათ, 7-8 წლის წინ, როცა 400 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოგვქონდა და თითქმის იმავე მოცულობისა გაგვქონდა ექსპორტზე. ეს ბალანსი თუ იქნება დაცული და 2025 წლისთვის დამატებით 2,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოვიმუშავეთ მარეგულირებელი სადგურებით, პრობლემას მეტწილად მოგვარდება", - დასძენს report.ge-თან გია არაბიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ესკოს, მონაცემებით 2021 წლის 2 თვეში საქართველომ 827.8 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგია შეიძინა, თითო თვეში 410 მილიონ კვტ.სთ -ზე მეტი. მთავარი მომწოდებლები რუსეთი და აზერბაიჯანია.

რუსეთიდან 2 თვეში 521 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგია აქვს ნაყიდი, ხოლო აზერბაიჯანიდან - 299.7 მილიონი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system