თავში

რა პრობლემას ქმნის ბიუროკრატია სამშენებლო ბიზნესში

რა პრობლემას ქმნის ბიუროკრატია სამშენებლო ბიზნესში
რა პრობლემას ქმნის ბიუროკრატია სამშენებლო ბიზნესში

სპეციალისტების შეფასებით, სამშენებლო ბიზნესში რეგულაციების დიდი ნაწილი გასაუქმებელია. როგორც უძრავი ქონების ბაზრის მკვლევარი, იურისტი უჩა ზაქაშვილი report.ge-თან აღნიშნავს, სამშენებლო კომპანიები არათანაბარ პირობებში აგრძელებენ საქმიანობას, რაც კონკურენციას ასუსტებს და ეპიდემიისგან შექმნილ ვიტარებას კიდევ უფრო აუარესებს. იურისტის თქმით, რამდენიმე ისეთი რეგულაციაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაუქმდეს, თუ მთავრობას სურს, რომ მდგომარეობა რეალურად გამოსწორდეს და უძრავი ქონების ბაზარი გადარჩეს.

,,არათანმიმდევრული პოლიტიკაა, რომელსაც ატარებს თბილისის მუნიციპალიტეტი სამშენებლო კომპანიების მიმართ. შემოაქვთ რაღაც რეგულაციები, მერე აუქმებენ და ამით საბოლოოდ უძრავი ქონების ბაზარი ზარალდება. ხშირად გაუაზრებელი რეგულაციაა, რაც შემდეგში ტვირთად აწვება მთელ სამშენებლო სექტორს, არაპროგზოირებადი არის ბაზარი, მათ შორის სამართლებრივი სივრცე. მშენებლებმაც არ იციან, როდის რა შეზღუდვა დაწესდება, რის გამოც რისკების სათანადოდ შეფასება უჭირთ, რადგან მათ მიერ შემუშავებული ღონისძიებები ხვალ შეიძლება უსარგებლო აღმოჩნდეს. არათანაბარი არიან კანონის წინაშე ბიზნეს სუბიექტები, არიან პრივილეგირებული სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც ყველაფერი ადვილად გამოსდით, მცირე კომპანიები იჩაგრებიან. ზედმეტი ბიუროკრატიაა, რამაც არაფერი მოიტანა მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია ეტაპების ოქმები მშენებლობაში, რომელიც ფორმალური რეგულაციაა, მაგრამ მისი დარღვევა თითო ობიექტს 150 000-200 000 ლარის ჯარიმა უჯდება, მთელი თბილისი დღეს ამ პრობლემის წინაშეა. ბიზნესი ხმას ვერ იღებს, მერე რომ არაფერი გაფუჭდეს, რეალურად რეგულაციები განვითარებას ხელს უშლის, რადგან არ არის მიმართული იმისკენ, რომ ხარისხს ან უსაფრთხოებას აუმჯობესებდეს" - აცხადებს უჩა ზაქაშვილი report.ge-თან.

უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციებსა და არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს ექსპერტი გურამ ფალავანდიშვილი. მისი თქმით, სამშენებლო კომპანიების ნაწილს საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდება, რადგან ახალი პროექტები შემცირებულია ან შეჩერებული.

,,რეალურად რთული ვითარებაა. პრობლემის დიდი ნაწილი ისევ მოუგვარებელია. შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებით ახალი ბინების რეალიზაციის მხრივ არის პრობლემა, მეორადი ბინები მოთხოვნას მეტნაკლებად ინ არჩუნებენ. როცა ეპიდემიის პირველი ტალღისას პირიქით იყო, სუბსიდიამ ამ მხრივ დადებითი როლი მოახდინა. ახლა ტენდენცია ისეთია, რომ ახალ პროექტებში ფულის ჩადებას ყველა თავს არიდებს. სამომავლოდაც, ალბათ, უფრო მცირე პროექტებს მიენიჭება უპირატესობა. მთავრობა ახალი შეღავათის დაწესებაზე უნდა დაფიქრდეს. ის, რომ დარგი დღეს უძრავი ქონების ბაზარი კრიზისში არ არის, სწორედ დაწესებული შეღავათების დამსახურებაა და გარკვეული შეღავათების დაწესება საგრძნობ შედეგს მოიტანს", - ამბობს გურამ ფალავანდიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8,443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system