თავში

რა პრობლემას მოუგვარებს მცირე და საშუალო ბიზნესს იაფი კრედიტი

რა პრობლემას მოუგვარებს მცირე და საშუალო ბიზნესს იაფი კრედიტი
რა პრობლემას მოუგვარებს მცირე და საშუალო ბიზნესს იაფი კრედიტი

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან იაფი კრედიტის გამოყოფა მცირე და საშუალო ბიზნესს დიდ შეღავათს მისცემს. პირველ რიგში კი, მეტ-ნაკლებად მოაგვარებს ნაღდი ფულის დეფიციტის პრობლემას, რის საფრთხესაც დღეს ქვეყნის ეკონომიკა განიცდის.

,,კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი დაფინანსება, მით უმეტეს, გრანტის სახით თუ გაიცემა. ახლა გვჭირდება ნაღდი ფული, რადგან საქართველოს ეკონომიკაში ფული არათანაბრად ნაწილდება. ამ მხრივ ცუდი მდგომარეობაა. ცხადია, რომ ნაღდი ფულადი მასის მიწოდება ბიზნესს სერიოზულ პრობლემას მოუგვარებს. სტატისტიკის საკითხია, რას შეიძლება მოხმარდეს ფინანსური რესურსი, პრიორიტეტი განისაზღვრება მას შემდეგ, როცა ეპიდემიის საფრთხე გადაივლის. ფინანსური კრიზისის პერიოდში, როცა გლობალურად ყველგან პრობლემაა, ეკონომიკას განსაკუთრებით დასჭირდება დახმარება, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს", - აცხადებს ჭელიძე და დასძენს, რომ ეპიდემიის გამო  ყველაზე მეტად უჭირს იმ სეგმენტს, ვინც მომსახურების სფეროში წინა ხაზზე იყო - სასტუმროების, რესტორნების ბიზნესი და სავაჭრო სეგმენტი, სადაც ბევრმა ადამიანმა  დაკარგა სამსახური.

ჭელიძის თქმით, კრიზისმა იმ მოქალაქეების  ფინანსური სტაბილურობაც შეარყია, რომელთა საქმიანობა მომსახურების სეგმენტს უკავშირდება.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ჯამში 250 მილიონიანი დახმარების პაკეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system