თავში

რა პრობლემები გაუჩინა ყველის მწარმოებლებს კორონავირუსმა

რა პრობლემები გაუჩინა ყველის მწარმოებლებს კორონავირუსმა
რა პრობლემები გაუჩინა ყველის მწარმოებლებს კორონავირუსმა

საქართველოს ყველის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ფერმერებს რეალიზაციის არეალის შემცირების ფონზე ყველის წარმოების ინტერესი ეკარგებათ.

ანა მიქაძე განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩავარდნილმა ტურიზმმა, სასტუმროებისა და რესტორნების დახურვამ ყველის გაყიდვების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაიყვანა. პრობლემაა პირუტყვის საკვებიც, ახლოვდება ზამთრის სეზონი და თივის მომარაგებაც ჭირს, ძვირია საკვებიც და საოჯახო მეურნეობებში საქონლის შენახვა უჭირთ, რის გამოც, ანა მიქაძე გვიხსნის, რომ მეყველე ფერმერები თავის გადასარჩენად საქონლის ხორცად გაყიდვას ამჯობინებენ.

ანა მიქაძე გამოსავალს შემდეგში ხედვას: უნდა დააინტერესონ და დაასტიმულირონ საკვების მწარმოებელი ფერმები საკუთარი წისქვილებით, სადაც ხორბალი და ქერი დაითესება.

"სხვა შემთხვევაში ყველის საწარმოს გაკეთებას აზრი არ აქვს. რძე კი კარგი იქნება მაშინ, როდესაც იქნება კარგი საკვები,“ - ამბობს ანა მიქაძე და დასძენს, რომ თუ არ გვაქვს საკმარისი მინდვრები და არ შეგვიძლია ამდენი ქერისა და ხორბლის მოყვანა, მაშინ უნდა არსებობდეს დასაწყობებული მარაგები, რათა ფერმერებმა საკვების შეძენა შეძლონ. 

ანა მიქაძე ამბობს, რომ პანდემიამ სკოლის არსებობის აუცილებლობა გაამძაფრა. ქართული ყველის პირველი სკოლა მოსწავლეებს გაზახულზე მიიღებს. ყველის სკოლის გახსნა თავდაპირველად კახეთში იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ მისი მოწყობა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე გადაწყდა. 

შეგახსენებთ, საქართველომ წელს ყველის ექსპორტი უპრეცედენტოდ გაზარდა, თუმცა მასშტაბები იმპორტთან შედარებით კვლავ ბევრად პატარაა. რძის პროდუქტების ექსპორტში წამყვანი ყველია.

ცნობისთვის, წელს ქართული სულგუნის ინდექსი 8-9%-ით არის შემცირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system