თავში

რა პროდუქტი გადის და შემოდის ქვეყანაში - საქსტატის ბოლო მონაცემები

რა პროდუქტი გადის და შემოდის ქვეყანაში - საქსტატის ბოლო მონაცემები
რა პროდუქტი გადის და შემოდის ქვეყანაში - საქსტატის ბოლო მონაცემები

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა. 

უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (338.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (315.0 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (217.4 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.8 პროცენტი შეადგინა. 

პირველ სამეულში შედის: თურქეთი (993.8 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (574.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (565.2 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.5 პროცენტი შეადგინა. 

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 137.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (903.9 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (682.5 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 430.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 381.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 207.1 მლნ. აშშ დოლარით (8.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-აგვისტოში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით რომლის იმპორტმა 474.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 423.8 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები 375.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი). 

ინფორმაციას საქართველოს სატატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system