თავში

რა პროდუქციას ყიდულობს საქართველო უცხოეთისგან?

რა პროდუქციას ყიდულობს საქართველო უცხოეთისგან?
რა პროდუქციას ყიდულობს საქართველო უცხოეთისგან?

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. აქედან იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტია) შეადგენს.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 530.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი).

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (718.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (599.9 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system