თავში

რა რაოდენობის ბოსტნეული გაყიდა წელს საქართველომ აზერბაიჯანში

რა რაოდენობის ბოსტნეული გაყიდა წელს საქართველომ აზერბაიჯანში
რა რაოდენობის ბოსტნეული გაყიდა წელს საქართველომ აზერბაიჯანში

საქსტატის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში 1,122.8 ტონა კარტოფილი გაყიდა. 0701 სასაოქნლო ნიშნის ქვეშ აზერბაიჯანში დაექსპორტებული ახალი ან შეყინული კარტოფილის ღირებულება 195.8 ათასი დოლარია. ექსპორტი განხორციელდა იანვარში, თებერვალში, მარტში, ივნისსა და ივლისში. პროდუქცია მეზობელ ქვეყანაში საავტომობილო გზით შევიდა.

დროის იმევე მონაკვეთში მეზობელ აზერბაიჯანში 0702 სასაქონლო ნიშნით დაექსპორტდა 15.3 ათასი დოლარი 40.0 ტონა პომიდორი. ექსპორტი მთლიანად მარტში საავტომობილო გზით განხორციელდა.

მიმდინარე წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში კი საქართველოდან აზერბაიჯანში 0703 სასაქონლო ნიშნით გავიდა 11.8 ათასი დოლარის ღირებულების 12.2 ტონა ხახვი და ნიორი.

ამა წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში კი დაექსპორტდა 14.4 ათასი დოლარის 102.5 ტონა კომბოსტო და ბროკოლი, ივნისსა და აგვისტოში კი 1.2 ათასი დოლარის ღირებულების 1.1 ტონა სალათის ფოთოლი და ვარდკაჭკაჭა.

მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველომ აზერბაიჯანში გაიტანა 7.2 ათასი დოლარის 22.5 ტონა სტაფილო, ჭარხალი და თალგამი.

ზემოთ ჩამოთვლილი ბოსტნეული სახეობის ექსპორტი მეზობელ ქვეყანაში მთლიანად საავტომობუილო გზით შევიდა. რაც შეეხება 0709 სასაქონლო ნიშნთ დაექსპორტებულ ახალ ან შეყინულ ბოსტნეულს, მიმდინარე წლის 8 თვეში მისი ექსპორტი ჯამში 76 ტონას აჭარბებს და მარტის თვეში მისი მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიზიდა საჰაერო გზით, ხოლო ძირითადი ნაწილი ისევ საავტომობილო გადაზიდვებმა აითვისეს. ფულად გამოსახულებაში ახალი და შეყინული ბოსტნეულის ექსპორტი ფულად გამოსახულებაში 18.8 ათას დოლარს აღწევს.

რაც შეეხება, პარკოსან ბოსტნეულს, ის 0713 სასაქონლო ნიშნით საქართველოდან აზერბაიჯანში შევიდა მიმდინარე წლის მარტში აპრილსა და მაისში. გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 10.1 ტონაა, რომლის ღირებულება 9.2 ათას დოლარს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system