თავში

რა რაოდენობის ოქროს ფლობს საქართველო

რა რაოდენობის ოქროს ფლობს საქართველო
რა რაოდენობის ოქროს ფლობს საქართველო

დღეის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო ბალანსზე 30 798 კილოგრამი ოქროს მარაგია დაფიქსირებული. წიაღის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში მოპოვებული ოქროს რესურსის რაოდენობამ 5379 კგ. შეადგინა. სააგენტოს განმარტებით, 2021 წელს მოპოვებული რესურსის რაოდენობა 2022 წლის გაზაფხულზე გახდება ცნობილი.

ოქროს მოპოვებას საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში, კერძოდ ბოლნისში, მარნეულში, დმანისში, წალკასა და თეთრწყაროში 4 კომპანია სს „RMG Copper’’, შპს „RMG Gold’’, შპს „არ ემ ჯი აურმაინი’’ და შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი’’ აწარმოებს.

წიაღის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ოქროს მოპოვების ლიცენზიას ფლობენ ასევე: შპს „აი ენდ ეფ სოლუშენს“ (ოზურგეთის მინიციპალიტეტში), სს „ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი“ (ბოლნისი, მარნეული, წალკა,დმანისი, თეთრიწყარო), შპს „ქეპითალ გრუპ“ (ქობულეთი), შპს „ჯორჯიან ჯეოლოჯიკალ გრუპი“ (ლენტეხი), შპს „თედა“(წალკა), სს „RMG Copper“ (ბოლნისი), შპს „ჯორჯიან გოლდ კომპანი“ (თეთრიწყარო), შპს „ქართული პერსპექტივა“ (ონი, ამბროლაური), შპს „ჯეო გოლდი“ (მესტია), სს „კავკასიის მინერალები“ (ონი), შპს „ჯორჯიან რესორს კომპანია“ (ჩოხატაური).

„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ $36.6 მილიონის ოქრო გაყიდა, ხოლო გასული წლის საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა $50.4 მილიონი შეადგინა.

წყარო: "ბიზნეს ფორმულა"

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system