თავში

რა რაოდენობის პროდუქცია დასაწყობდა სამაცივრე საწარმოებში II კვარტალში

რა რაოდენობის პროდუქცია დასაწყობდა სამაცივრე საწარმოებში II კვარტალში
რა რაოდენობის პროდუქცია დასაწყობდა სამაცივრე საწარმოებში II კვარტალში

,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 52 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, საანგარიშო პერიოდში მაცივრებში შენახული იყო 89.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 50.9 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 27.5 პროცენტი თევზეული,12.8 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.5 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და გურიის რეგიონებში. 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 271 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 265 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 863 კაცით განისაზღვრა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 4.1 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 3.9 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 49.4 მლნ. ლარის ღირებულების (27.4 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (63.2 პროცენტი) იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 50.8 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) და ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) წარმოადგენდა. სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე თევზეული, ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული იქნა რეალიზებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system