თავში

რა რჩება გამოწვევად საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

რა რჩება გამოწვევად საქართველოს საგარეო ვაჭრობაში
რა რჩება გამოწვევად საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

ბაზრების დივერსიფიცირება, ადგილობრივი წარმოების ზრდა და აგრარული სფეროს განვითარება - ძირითადი ფაქტორებია, რაც აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, საქართველოს საექსპორტო მაჩვენებლების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მისი თქმით, წარმოების დეფიციტი საგარეო ვაჭრობაში აყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რადგან გასატანი პროდუქცია ფაქტობრივად არ არის და ექსპორტიდან მიღებული სარგებელი ჯერ ისევ მცირეა. 

მიუხედავად ამისა, სილაგაძე აცხადებს, რომ საგარეო ვაჭრობის ზრდა სასიკეთო სიგნალია ეკონომიკისთვის და ამ ტრენდს ქვეყანა მომდევნო თვეების განმავლობაშიც შეინარჩუნებს, თუმცა ეპიდემიამდელი მდგომარეობის დაბრუნება ჯერჯერობით პრობლემაა.

,,საქართველოსთის მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მეტი დივერსიფიცირება. უდავოდ დადებითი ფაქტორია, რომ გლობალურ ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ მოთხოვნა არ არის შემცირებული, პირიქით, გაზრდილია, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ წარმოება გავზარდოთ და შევძლოთ სამამულო პროდუქციით მოთხოვნის დაკმაყოფილება. კარგია, რომ საგარეო ვაჭრობაში სტატისტიკა უმჯობესდება, მაგრამ ეს არის ძირითადად წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა ეკონომიკა უძრავ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ჩვენი  ქვეყნისთის დიდი გამოწვევაა ეპიდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდეთ, აქეთკენ უნდა გვქონდეს სწორება. ეკონომიკის სამინისტროს და მთლიანად, საქართველოს მთავრობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს როგორც საექსპორტო პროდუქციის, ასევე ბაზრების დივერსიფიცირება. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე მდგომარეობაა, მგრამ მეტი შესაძლებლობები გაგვაჩნია, რაც სწორად უნდა გამოვიყენოთ", report.ge-თან ავთო სილაგაძე. 

ბაზრების დივერსიფიცირების მიმართულებით პრობლემას ნაკლებად ხედავს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც აცხადებს, რომ ამ მხრივ სიტუაცია საკმაოდ სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია საბოლოოდაც ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდას მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება.

,,საგარეო ვაჭრობაში ქვეყნების სტრუქტურის მხრივ სიტუაცია მუდმივ ად იცვლება, წინა პერიოდში ევროკავშირის ქვეყნები იყვნენ ლიდერ პოზიზციაზე, ამ ეტაპზე ჩინეთი პირველ სამ ადგილს თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი ინაწილებენ. ეს, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ცვლილებები მუდმივად იქნება, შეიძლება პირველ ათეულში მყოფმა ქვეყნებმა ადგილები შეიცვალონ, მაგრამ დივერსიფიცირებული იქნება ბაზარები, რაც საგარეო ვაჭრობაში წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. მეტი ყურადღება დასჭირდება ევროკავშირში ექსპორტს, მით უმეტეს, როცა გვინდა ევროკავშირი წევრობა, უნდა გავზარდოთ საგარეო ვაჭრობა და განსაკუთრებით ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი, რათა გვქონდეს უფრო მარალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი. შესაბამისად, მსოფლიოს მნიშვნელოვან ბაზარზე მყარად დავიჭიროთ პოზიცია", - აცხადებს სოსო არჩვაძე report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 928.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 198.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (19.6 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 2 730.0 მლნ. აშშ დოლარს (10.1 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-აპრილში, 1 531.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system