თავში

რა რჩება მთავარ გამოწვევად ენერგეტიკის სექტორში

რა რჩება მთავარ გამოწვევად ენერგეტიკის სექტორში
რა რჩება მთავარ გამოწვევად ენერგეტიკის სექტორში

ენერგეტიკოსი გია არაბიძე საქართველოს საქართველოს ენერგეტიკის ძირითად გამოწვევად იმპორტზე დამოკიდებულებას მიიჩნევს. მისი თქმით, ამ მხრივ პრობლემას ქმნის აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფა, რაც ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას. ენერგეტიკოსის ტქმით, პრობლემა განსაკუთრებით თებერვლიდან გაღრმავდება, როცა ქართული მხარე ,,ენგურჰესზე" სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

,,დღეს ჩვენი გამოწვევა არის იმპორტირებული ენერგია, შესყიდვა დიდი რაოდენობით გვიწევს. ამ მხრივ კვლავ პრობლემად რჩება აფხაზეთი და ,,ენგურჰესი", საქართველოსთვის ეს საკითხი პოლიტიკის რანგში აყვანილი. ,,ენგურჰესის" გვირაბის გარემონტების დროს ახლოვდება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ტრადიციულად თებერვლიდან მარტის შუა რიცხვებამდე ხორციელდება ხოლმე, მაგრამ მომავალ წელს გენერალური რემონტი იგეგმება, რასაც სავარაუდოდ, 6-7 თვე დასჭირდება. ამ ეტაპზე დაბრკოლება არის საკუთარი გენერაციის უკმარისობა და იმპორტის ზრდა. ოკუპირებული აფხაზეთის დენით მომარაგება საქართველოს ყოველწლიურად 90 მლნ აშშ დოლარი უჯდება. ენგურჰესის ენერგიის 100%-ს რუსეთის ბაზები, ადგილობრივი საწარმოები და კრიპტოვალუტის ფერმები უფასოდ იყენებენ. ოკუპირებული რეგიონი 3-ჯერ მეტ დენს მოიხმარს, ვიდრე დანარჩენი საქართველო, თუმცა, ზამთარში ტერიტორია მაინც ჩაბნელებულია. ამასობაში საქართველოს ენერგოდამოკიდებულება ინტენსიურად იზრდება. რამდენადაც ვიცი, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მიიღო კანონი და კრიპტოვალუტების დანადგარების მუშაობა საკუტარ ტერიტორიაზე კანონმდებლობით დაუშვა. ფაქტია, რომ ამის გამო აფხაზეთის მოხმარება მომვალშიც საგრძნობლად გაიზრდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 1,7 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა თბილისმა აგვისტოში და აფხაზეთმა - 1,6 მლრდ კვტ/სთ. ამიტომ ეს პრობლემა დარჩება თუ ოკუპირებულ რეგიონში კანონის დონეზე დაიწყება კრიპტოვალუტის წარმოება", - განაცხადა report.ge-თან გია არაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის შესახებ კვლევის შედეგი დაახლოებით 1 თვის წინ გამოქვეყნდა. GALT&TAGGART-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში აღინიშნა, რომ აფხაზეთის რეგიონის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 2020 წლის ორივე კვარტალში, როცა დანარჩენ საქართველოში მოხმარების მნიშვნელოვანი კლებაა.

მიუხედავად არსებული გამოწვევისა, ენერგეტიკის სექტორის მიღწევები როგორც მთავრობის წარმოამდგენლების, ასევე სპეციალისტების მხრიდან დადებითად ფასდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავამ შეაფასა. განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით. მინისტრის პოზიციას სპეციალისტების მხრიდანაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system