თავში

რა რეიტინგი აქვთ ქართულ კომპანიებს?

რა რეიტინგი აქვთ ქართულ კომპანიებს?
რა რეიტინგი აქვთ ქართულ კომპანიებს?

საკრედიტო რეიტინგები, სახელმწიფოების გარდა, ენიჭებათ კომპანიებს და ზოგჯერ ცალკეულ ობლიგაციებსაც კი. კორპორატიული საკრედიტო რეიტინგები, როგორც წესი, შემოსაზღვრულია სუვერენული საკრედიტო რეიტინგით (ე.წ. სუვერენული ჭერი), რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიას ქვეყანაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი ვერ ექნება. თუმცა, გამონაკლისები აქაც არსებობს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ S&P-მა აშშ-ს სუვერენული რეიტინგი ჯერ კიდევ 2011 წელს შეუმცირა, ამერიკული კომპანიები Microsoft და Johnson & Johnson დღემდე ინარჩუნებენ უმაღლეს AAA კატეგორიას სამივე წამყვანი სააგენტოს მიერ.


საქართველოში კორპორატიული საკრედიტო რეიტინგები ყველაზე მეტ კომპანიას Fitch-ის მიერ აქვს მინიჭებული. მათ შორისაა ის კომპანიები, რომლებსაც ევროობლიგაციები აქვთ განთავსებული საერთაშორისო ბირჟებზე: საქართველოს რკინიგზა (RAIL), საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC), საქართველოს ბანკი (BGEO), თიბისი ბანკი (TBC), "სილქნეტი" (SILK) და უცხოური ბანკების ფილიალები: ვითიბი ბანკი (VTB) და პროკრედიტ ბანკი (PCB). ქართული კომპანიების რეიტინგები სუვერენულ რეიტინგთან შედარებით, შემდეგნაირად გამოიყურება:


Fitch-ის რეიტინგი ასევე მინიჭებული აქვს სხვა ქართულ ბანკებს და რამდენიმე კომპანიას, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე აქვთ ობლიგაციები გამოშვებული. საინტერესოა, რომ უცხოური ბანკის შვილობილი "პროკრედიტბანკი" საქართველოს სუვერენულ რეიტინგზე უფრო მაღალ რეიტინგს ფლობს. მსგავსი შემთხვევა ფიქსირდებოდა ვითიბი ბანკის შემთხვევაშიც მიმდინარე წლის თებერვლამდე, როდესაც სუვერენული რეიტინგი “BB-“ იყო, "ვითიბი ბანკისა" კი, 1 საფეხურით მაღალი “BB”. ამ გამონაკლის შემთხვევებში Fitch ბანკების ფინანსურად მძლავრ აქციონერებს ითვალისწინებს, რაც შვილობილების საკრედიტო რისკებსაც მნიშვნელოვნად ამცირებს. "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი" და "საქართველოს რკინიგზა" ერთი საფეხურით ჩამორჩებიან სუვერენულ რეიტინგს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ გაიზარდოს ამ კომპანიების რეიტინგებიც და სუვერენულ რეიტინგს გაუთანაბრდეს. ეს უკვე მოხდა "საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის" შემთხვევაში, როდესაც Fitch-ის მიერ 2019 წლის თებერვალში სუვერენული რეიტინგის ზრდას, მარტში კორპორატიული რეიტინგის ზრდა მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system