თავში

რა რისკი ახლავს თან მინიმალური ხელფასის დაწესებას

რა რისკი ახლავს თან მინიმალური ხელფასის დაწესებას
რა რისკი ახლავს თან მინიმალური ხელფასის დაწესებას

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შრომის კოდექსის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზების პროცესი დაიწყო, დღის წესრიგში დადგა მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხი,რაც სპეციალისტების არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული მინიმალური ხელფასის ოდენობა, 20 ლარი, არ შეესაბამება რეალობას და შესაცვლელია. ფინანსისტების ნაწილი კი ფიქრობს, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებით ბიზნესს ხარჯს გავუზრდით, რაც ეკონომიკას დააზარალებს. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი მიიჩნევს, რომ მინიმალური ხელფასის საკითხი, საპენსიო შენატანის მსგავსად, ვნებათაღელვას გამოიწვევს. გულბანი არ გამორიცხავს, რომ ამას მცირე კომპანიები შეეწიროს.

"გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, ისეთი როგორიც საქართველოა, სადაც ბიზნესისთვის ძირითად კაპიტალთან წვდომა პრობლემურია, ნებისმიერი კატეგორიის დამატებითი ფინანსური ვალდებულების აკიდება ბიზნესისთვის, პრაქტიკულად, დამატებით გადასახადთან იგივდება, მაგალითად როგორც საპენსიო შენატანებზე მოხდა, რეალურად თითო დასაქმებულზე ხარჯების 2%-იანმა ზრდამ საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და წარმომიდგენია რა მოხდება როცა კომპანია პირობიად 300 ლარიან ანაზღაურებაზე არის შეთანხმებული დასაქმებულთან და უცებ 500 ლარს დაუწესებ მინიმალურს, ანუ მთელი 66%-ით გაუზრდი თითო დასაქმებულზე ხარჯებს. ეს მაგალითი პირობითი დაშვებაა, თუმცა ზუსტად ასახავს რეალობას. მე პირადად არანაირად არ ველოლიავები ბიზნესს და არის თემები, სადაც მგონია რომ არსებობს საჭირო რეგულაციები, მაგრამ, ამ შემთხვევაშიმ, აშკარად არასწორ მიდგომასთან გვაქვს საქმე. ესაა ხელოვნური ჩარევა სახელწმიფოს მხრიდან და შედეგები კონტრპროდუქტიული უფრო იქნება. თუ ბიზნესი ბუნებრივად არ მივიდა იმ ეტაპამდე, რომ თავად მიიღოს ხელფასის ზრდის გადაწყვეტილება, მანამდე, კანონით ამის დავალდებულება ისედაც სუსტი ბიზნესის ჩაგვრას გამოდის," - ამბობს შოთა გულბანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system