თავში

რა რისკს ხედავენ ჯანდაცვის მინისტრის დაანონსებულ რეფორმაში - Exclusive

რა რისკს ხედავენ ჯანდაცვის მინისტრის დაანონსებულ რეფორმაში - Exclusive
რა რისკს ხედავენ ჯანდაცვის მინისტრის დაანონსებულ რეფორმაში - Exclusive

"რაც მოვისმინე, ჩემთვის ბუნდოვანია," - ასე აფასებს ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი ირინა ჭელიძე ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, დაანონსებულ რეფორმებს. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ფარმაკო ზედამხედველობის არარსებობის გამო, გაცხადებული გეგმით, პრიორიტეტული გახდეს ფასი და ყურადღების მიღმა დარჩეს ხარისხი.

"ბევრი მედიკამენტია დარეგისტრირებული და ქვეყანაში არ მიმდინარეობს ფარმაკო ზედამხედველობა, ეს ხომ არ გამოიწვევს იმას, რომ ფასი იყოს პრიორიტეტული და ხარისხი - არა?! ეს არის ჩემი მთავარი კითხვა ჯანდაცვის მინისტრთან. პრობლემას ორ საკითხში ვხედავ, მედიკამენტის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაში. მაინტერესებს ამ ორი საკითხის გადაჭრა მოკლე პერიოდში როგორ უნდა მოხდეს?! ჩვენ ეს ყველაფერი უცებ რომ გავაკეთოთ, შესაძლოა დიდი უარყოფითი შედეგი მივიღოთ, ამიტომ, სხვადასხვა ეტაპად განხილვა უნდა დავიწყოთ,“ - განუცხადა  Report.ge-ს ჭელიძემ. 

ასოციაციის ხელმძღვანელმა პაციენტის სამედიცინო ელექტრონული ბარათის შექმნის ინიციატივა დადებითად შეაფასა. ირინა ჭელიძის აზრით, ეს ბაზარზე ექიმის მიერ გამოწერილი წამლების სიჭარბეს გაანეიტრალებს.

„ელექტრონულ ბარათზე პაციენტზე გამოწერილი რეცეპტები მოხვდება, რომლის კონტროლის საშუალებაც იქნება. ეს რეფორმები თუ განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში ნამდვილად დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, თუმცა ამის განხორციელება ძალიან რთულია", - აღნიშნა ჭელიძემ.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება; მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის კონტროლი და ფასების დარეგულირება; ექიმებისა და კლინიკების სიჭარბე თბილისში, ხოლო რეგიონებში კი, მათი დეფიციტი - ეს იმ პრობლემების და გამოწვევების ნაწილია, რაზეც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system