თავში

რა რისკს ქმნის გაზრდილი ბიუროკრატია ეკონომიკისთვის

რა რისკს ქმნის გაზრდილი ბიუროკრატია ეკონომიკისთვის
რა რისკს ქმნის გაზრდილი ბიუროკრატია ეკონომიკისთვის

კორონავირუსის გამო ბიუროკრატიული ხარჯის შემცირების ნაცვლად, საჯარო სექტორში ხელფასების მოცულობა მატულობს. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშშია ასახული, ამ ეტაპზე ცვლილება ეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, რომელთა შრომის ანაზღაურება 10 მილიონით, ჯამში კი, 57 მილიონ ლარამდეა გაზრდილი. იურისტ ლევან ალაფიშვილის შეფასებით, ეკონომიკის მდგრადობას დიდ რისკს უქმნის საჯარო სექტორში ოფიციალურად თუ შტატგარეშედ დასაქმების და მათი შრომის ანაზღაურების ზრდადი ხარჯი, რაც ბოლო პერიოდში ვერც ეპიდემიამ შეაჩერა.

,,ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი დასაქმებული საჯარო სექტორშია, უკვე არის დიაგნოზი ეკონომიკისთვის. რეალურად ამ სისტემის შენარჩუნება მოკლევადიან პერიოდშიც გარკვეული საფრთხის მატარებელია. მაშინ, როცა კორონავირუსის გამო ეკონომიკური აქტივობა შემცირდა, გამოდის, რომ ჩვენ გადასახადები უნდა გადავიხადოთ არა ინფრასტრუქტურისთვის ან რეალური სექტორის განვითარებისთვის, არამედ არსებული ბიუროკრატიზმის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ეს ხარჯი არასდროს არ მცირდება, პირიქით, ყოველთვის ზრდისკენაა მიდრეკილი", - აცხადებს ალაფიშვილი.

საჯარო სექტორში დასაქმების მაღალ დონეს იურისტი პოლიტიკური ლოიალობის გამოხატულებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 2 წელიწადში ერთხელ საქართველოში საარჩევნო პროცესებია, რის გათვალისწინებითაც ადვილად სავარაუდოა, რომ საჯარო მოხელეების რესურსის შენარჩუნების ცდუნება დიდია, მათ შორის, შტატგარეშე თანამშრომლების ჩართვით. 

ცნობისთვის, შტატგარეშე პირთა ჯამური ანაზღაურება გასულ წელს 242.2 მილიონი ლარი იყო. მოქმედი კანონმდებლობით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system