თავში

რა რისკს შეუქმნის ქართულ ბიზნესს ჩინური კომპანიების შემოსვლა

რა რისკს შეუქმნის ქართულ ბიზნესს ჩინური კომპანიების შემოსვლა
რა რისკს შეუქმნის ქართულ ბიზნესს ჩინური კომპანიების შემოსვლა

პოსტეპიდემიურ პერიოდში ჩინეთიდან საწარმოების მოზიდვის პერსპექტივას ეკონომისტების ნაწილი ქართული ბიზნესიისთვის საშიშ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი აცხადებს, რომ ჩინური კომპანიების მიერ დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე უნდობლობას გამოიწვევს და შეიძლება ქართული პროდუქციისთვის ბაზრის ჩაკეტვის ფაქტორი გახდეს.

,,საკმაოდ ამბიციური განცხადებაა, რომ ჩვენ შემოვიყვანთ ახლა ჩინურ კომპანიებს, რომლებიც წარმოებებს აქ გახსნიან. მიუღებელი გადაწყვეტილებაა, არაობიექტური შეფასება როგორც რისკის, ასევე პერსპექტივების თვალსაზრისით. ჯერ ჩინური კომპანია, რომელიც შემოვა და დაიწყებს აქ პროდუქციის წარმოებას, რომელსაც ,,Made in Georgia" დაეკვრება და გავა ევროპის ბაზარზე, ასეთ წარმოებას ვერც ერთი ნორმალური ქვეყანა ვერ მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ შენიღბული ჩინური საქონელი წავა ევროპის ბაზარზე, რომელიც ჩინური საბაზრო ექსპანსიისგან დაცულია. შიდა ბაზრის დაცვის თვალსაზრისით, აშშ და ევროპა ჩუმ ომში იმყოფება ჩინეთთან, მათი პროპდუქცია ნეგატიურად მოქმედებს ადგილობრივ საწარმოო პოტენიალზე, გამოვა, რომ შეიძლება, საქართველო საერთოდ ნონგრანტად გამოცხადდეს სავაჭრო ურთიერთობებში და თაღლითობის კვალიფიკაციაც მიეცეს. თუკი ჩინურ პროდუქციას გავიტანთ რეალურად ქართული ბრენდის ქვეშ, სანქციებიც კი შეიძლება დაუწესონ. ასეთ საქონელს მხოლოდ ქართული აბრივიატურის გამო არავინ მიიღებს", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

მისი ვარაუდით, ჩინურ საწარმოებს ჩამოყვება ჩინელი მუშა-ხელი, რაც საბოლოოდ ბევრ პრობლემას გამოიწვევს და ისევ ქართული სახელმწიფოსთვის იქნება ხელისშემშლელი.

,,ჩინურ ბიზნესს საქართველოში ცხადია,  კვალიფიციური პერსონალი ვერ დახვდება. ამიტომ ისევ ჩინელები უნდა ჩამოიყვანონ. ერთ მშვენიერ დღეს კი, შესაძლოა, ევროკავშირმა მართლაც ჩაგვიკეტოს ბაზარი და ბიზნესი ზარალს მიიღებს. ასეთი მიდგომით ძალიან ცუდ საქმეს გაუკეთებენ საქართველოს, ამიტომ ეს ,,სტრატეგია“ დამღუპველია, ფაქტობრივად, ავანტიურაზე მიდიან,  ძალიან სახიფათო თამაშია, თუ ეს არ არის რაღაც პოპულისტური გამონათქვამი", - აცხადებს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

ჩინეთიდან საწარმოების მოზიდვასთან დაკავშირებით  ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ქვეყნიდან  საერთაშორისო კომპანიების მოსაზიდად საქართველოს სათანადო ბიზნესგარემო არ გააჩნია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system