თავში

რა როლი აქვს სახელმწოფოს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში

რა როლი აქვს სახელმწოფოს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში
რა როლი აქვს სახელმწოფოს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში

მრავალი დღეს განვითარებული და 50 წლის წინ ღარიბი ქვეყნის გამოცდილება გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელია, ბიზნესის იმედად - ხელწამოსაჭიდი შედეგის მიღწევა.

ასე ფიქრობს ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ეკონომიკური ანალისზისა და და პროგნოზირების ცენტრის პრეზიდენტი ვახტანგ ჭარაია. მისი აზრით,  როდესაც ბიზნესმენს არა აქვს საკმარისი ამბიცია შექმნას ან გააძლიეროს ეროვნული წარმოება, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს მასთან პროაქტიულად კონკრეტული მიმართულებების გასაძლიერებლად

"წარმოგიდგენთ  500 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას, რომელიც საქართველომ 2019 წელს იმპორტზე შემოიტანა და ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება რეექსპორტსაც ახორციელებდეს... ვერ დავიჯერებ, რომ მათი თუნდაც ნაწილის წარმოება შეუძლებელია საქართველოში! განსაკუთრენით არა თეორიული, არამედ უკვე არსებული მოთხოვნის პირობებში. პანდემია გვთხოვს და გვაძლევს საშუალებას არასტანდარტული ქმედებებისათვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ," - ამბობს ჭარაია და სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმპორტის სახეობებს ღირებულებებთან ერთად:

შინაური ქათმის ნაკლავის ნაწილები, გაყინული - $52 მლნ

მინის ბოცები, ბოთლები, ფლაკონები, დოქები, ქოთნები... – $46.8 მლნ

მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან - $49 მლნ

სარეცხი და საწმენდი საშუალებები – $38 მლნ

მზესუმზირის ან ალისარჩულის ზეთი, ნედლის გარდა - $37.3 მლნ

ელექტრული გამტარები ძაბვაზე არა უმეტეს 1000 ვ-ისა– 34.7 მლნ

მილები, მილაკები და ღრუ პროფილები შედუღებული - $32.7 მლნ

არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების, რეზერვუარების... - $31.1 მლნ

კარაქი (ნატურალური,რეკომბინირებული, შრატის და სხვა) – 22.4 მლნ

პლასტმასის მონოძაფი 1 მმ-ზე მეტი განივკვეთით - $22.2 მლნ

ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტები - $18.2 მლნ

ნაწარმი დანარჩენი შავი ლითონებისაგან - $16.6 მლნ

კათეტერები, კანულები და ანალოგიური ინსტრუმენტები - 15.5 მლნ

ლიფტები და სკიპური საწეველები - $17.8 მლნ

პლასტმასის ბოცები, ბოთლები, ფლაკონები და ანალოგიური - $14 მლნ

საშუალო სიმკვრივის მერქანბოჭკოვანი ფილები (MDF) - $13.7 მლნ

დანადგარები და სხვა მოწყობილობა სამშენებლო ხარაჩოების - $13.6 მლნ

კასრები, დოლები, ქილები, ყუთები - $12.6 მლნ

დანარჩენი პლასტმასის სამშენებლო დეტალები - $12.1 მლნ

საცობები (გვირგვინას გარდა), ხუფები და სახურავები - $11.4 მლნ

პლასტმასის ფილები, ფურცლები, ფირები, ზოლები - $10.8 მლნ

პლასტმასის ფიტინგები (მაგალითად, შეერთებები, მუხლები – $9.9 მლნ

კერამიკული მოუჭიქურებელი ფილები, კუბურები - $9.9 მლნ

პლასტმასის სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი - $7.4 მლნ

მავთული რკინისა ან არალეგირებული ფოლადისაგან,

მოთუთიებული - $6.7 მლნ

პლასტმასის საცობები, ხუფები, თალფაქები და სხვა - $6.2 მლნ

პლასტმასის კოლოფები, ყუთები, კალათები - $5.6 მლნ

ტომრები და ჩანთები ეთილენის პოლიმერებისაგან - $5.2 მლნ

შტეფსელები და როზეტები, არა უმეტეს 1000 ვ-ისა - $4.5 მლნ

ექსპერტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ბიზნესმა უკეთ იცის რა როგორ აკეთოს და სახელმწიფო გადასახადის გადამხდელთა ფულით ამაში არ უნდა ჩაერიოს.

"სახელმწიფოს სწორი და მიზნობრივი ჩარება რას გვაძლევს, ეს "აწარმოე საქართველოს" ყოველ დახარჯულ ლარზე ბიუჯეტში დაბრუნებული 5 ლარიდანაც ჩანს და კიდევ უკეთ ჩანს კორეის, იაპონიის, ისრაელის და სხვა. ქვეყანათა მაგალითზე. ბიზნესის თვითდინებაზე მიშვება ლიბერალური მიდგომებით, "თავს თვითონ მიხედავენ" პოლიტიკით, დაახლოებით იგივეა, რომ სტუდენტზე თქვა გამოცდაზე მოუმზადებელი ხომ არ მოვაო და შპარგალკიდან ხომ არ გააკონტროლო საგამოცდო პროცესი. შესაძლოა ბიზნესმა უკეთ იცის რა გააკეთოს, მაგრამ საკმარისი ფინანსური რესურსი რომ არა აქვს და არც უზრუნველყოფა შეუძლია, არც კადრები მოეპოვება და კიდევ ბევრი პრობლემა რომ ექმნება, ამ დროს თუ ვიღაცა (სახელმწიფო) არ დაეხმარა, როგორ დაიწყებს ან განავითარებს საქმეს? ბიზნესმენის წახალისება, არ ნიშნავს ბიზნესმენის ინტერესების საწინააღმდეგო მიმართულებით სიარულს," - ამბობს ექსპერტი და დასძენს, რომ არ სჯერა, თითქოს მის მიერ ჩამოთვლილი იმპორტირებული პროდუქტების ადგილობრივი წარმოება უფრო მეტი დაჯდება. ამის დასტურად ჭარაია ასახელებს ცნობილი ქართული ბრენდების მაგალითებს, რომლებმაც შეძლეს და კონკურენცია გაუწიეს იმპორტირებულ პროდუქტს ფასითაც და ხარისხითაც და დამსახურებულად მოიპოვეს ბაზარზე ნიშა.

"სიტყვაზე, "ბარამბო" რომ გაიხსნა, რა იმპორტირებული შოკოლადების ნაკლებობა გვქონდა? "ნატახტარი" რომ გაიხსნა, რა იმპორტირებული ლიმონათების ან თუნდაც ადგილობრივების პრობლემა გვქონდა? "ჰაიდელბერგი" რომ გაიხსნა, რა იმპორტირებული ცემენტის ნაკლებობა იყო? ბიუ-ბიუ რომ გაიხსნა, რა იმპორტირებული "სადია" გვაკლდა?" -  ამბობს ექსპერტი იმათ პასუხად, ვინც მიიჩნევს, რომ ბიზნესმა სახელწიფოზე კარგად იცის, რისი წარმოებაა მომგებიანი და არანაირი სახელმწიფოს "ჩარევა წახალისების მიზნით" და მით უმეტეს გადასახადების გადამხდელების ფულით, არ სჭირდება ამ პროცესს. 

______________________________________
----------------------------------------------------------------

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system