თავში

რა როლი აქვს ტრანსპორტს ეკონომიკაში

რა როლი აქვს ტრანსპორტს ეკონომიკაში
რა როლი აქვს ტრანსპორტს ეკონომიკაში

HUB Georgia - ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ ქვეყანაში, რომელსაც უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, სატრანსპორტო დარგი საერთოდ არ ვითარდება, არადა მას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი წილი უნდა მიუძღვოდეს.

გიორგი კოდუა სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ბიზნეს სექტორის ბრუნვაში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის წილს მხოლოდ 5,8% უკავია და რიგით მეხუთე ადგილს იკავებს. ყველაზე მაღალი წილი - 36,7% ვაჭრობის დარგზე მოდის, მეორე ადგილი (27,4%-ით) ხელოვნებას, გართობასა და დასვენებას უკავია, მესამე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა (10,1%), ხოლო მეოთხე ადგილს სამშენებლო სექტორი იკავებს (6,3%).

კოდუა ამტკიცებს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის ამიტომაც ღარიბდება.

"მსოფლიში ცოტაა ჩვენნაირი ქვეყანა, სადაც არის ცივილიზაციათა დამაკავშირებელი გზები; კერძოდ, საქართველო ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთით აზიას, დასავლეთით ევროპას, ჩრდილოეთით რუსეთს და სამხრეთით შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს, რაც არის უდიდესი შესაძლებლობა; გარდა ამისა, საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტრანსპორტის წილი 2020 წლის ბიზნეს სექტორის ბრუნვაში ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს და მას უსწრებს ისეთი დარგები, როგორიცაა გართობა, ხელოვნება და დასვენება; საჭიროა ქვეყანამ შეიმუშაოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მიზნად დაისახავს ქვეყანაში ამ სფეროს მიზნობრივ და ეტაპობრივ განვითარებას, რაც თავის მხრივ უამრავი დარგის გამოცოცხლებას მისცემს ბიძგს. საქართველომ, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, უნდა დაიბრუნოს რეგიონალური ცენტრის სტატუსი; ფინანსური, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის და სხვა დარგების განვითარება შეუძლებელია ტრანსპორტის სექტორის განვითარების გარეშე“ - აცხადებს გიორგი კოდუა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system