თავში

რა როლი იკისრა MasterCard-მა საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის გაჯანსაღებაში

რა როლი იკისრა MasterCard-მა საქართველოს ეკონომიკისა
რა როლი იკისრა MasterCard-მა საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის გაჯანსაღებაში

"განვიხილეთ ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემების ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსისა და პანდემიის დაძლევის საქმეში," – ამის შესახებ MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლა ვილლამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა და „მასტერქარდი“ მჭიდროდ ითანამშრომლებენ და განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და ტურიზმის სექტორის ხელშეწყობაზე. საუბრის ძირითადი თემა იყო ტურიზმი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა.

„დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაგვეჭირა მხარი საქართველოს მთავრობის სტრატეგიისადმი, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის სტრატეგიისა და პოლიტიკის ნაწილში. ბევრი ვისაუბრეთ ტურიზმის შესახებ, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა. ასევე, ვისაუბრეთ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე საერთაშორისო დერეფნებში მონაცემების გატარებისა და ელექტრონული გადახდების განხორციელების ნაწილში. ამით გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებაში, რომელიც პანდემიამდე დიდი ტემპით ვითარდებოდა. ვიცით, რომ პანდემიიდან გამოყვანა სჭირდება დარგს და დასახმარებლად მოვედით. პროგრამაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა, განსაკუთრებული აქცენტებით ტურიზმის სფეროში. სამომავლო ნაბიჯებს რაც შეეხება, ძლიერი თანამშრომლობა გვექნება საქართველოს მთავრობასა და „მასტერქარდს“. ძირითადი აქცენტი გაკეთდება ტურიზმის სფეროში საჭირო მონაცემებზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების ნაწილში, რათა არა მხოლოდ არსებული ბაზრები, არამედ ახლებიც იქნას ათვისებული იმ სამინისტროს მიერ, რომელიც ტურიზმის სექტორს კურირებს. საუბარია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაზეც და მასთან თანამშრომლობაზე ქვეყნის ამ მნიშვნელოვანი დარგის სამომავლო ზრდისა და განვითარების მიზნით“, - განაცხადა ნიკოლა ვილლამ.

თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება - მსოფლიოში წამყვანი გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნის და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაეხმარება.

MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გუშინ შეხვდა,  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც ესწრებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system