თავში

რა საფრთხე ემუქრება მშპ-ს

რა საფრთხე ემუქრება მშპ-ს
რა საფრთხე ემუქრება მშპ-ს

კორონავისრუსმა მსოფლიო ეკონომიკას, მათ შორის, საქართველოს ისეთი დარტყმა მიაყენა, რომლის მოგვარებას წლებიც არ ეყოფა. ასე ფიქრობს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე, რომლის შეფასებითაც, მშპ ქვეყანაში აბსოლუტურ მოცულობაში შემცირდება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. 

აკადემიკოსის პროგნოზით, მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმე იქნება საქართველოსთვის, სადაც ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი პარალიზებულია, განსაკუთრებით კი მომსახურების სფერო, რომელიც ზარალს ყველაზე მეტად განიცდის.

,,ჩვენ პასუხი არ გვაქვს და ვერც გვექნება, როდის დასრულდება პანდემიის რთული პროცესი და ნორმალური განვითარების ტემპს ქვეყანა რა პერიოდიდან დაუბრუნდება. ცხადია, ეკონომიკის 5%-იან ზრდის პერსპექტივას დიდი ხნით დავემშვიდობეთ. იმ ფონზე, როცა ადამაინების ფიზიკურ გადარჩენაზეა საუბარი, ყველა საკითხმა სხვა პლანზე გადაინაცვლა. ამ დროს ეკონომიკაში მასშტაბური კლებაა მსოალოდნელი, რაც დაწყებულია კიდეც. მომსახურების სფეროს ობიქტები რეალურად დაიკეტა, ტრანსპორტში შეზღუდვაა, საგანმანათლებლო პროცესები არ მიმდინარეობს, ონლაინ სწავლებაზე ძალიან ცოტა დაწესებულება გადაერთო. დანაკლისი, რაც ეკონომიკამ იწვნია, 4-5 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ესეც იმ პირობით, თუკი მანამდე კორონავიურსუთან გამკალვების პროცესი დასრულდება", - აცხადებს ავთო სილაგაძე.

რაც შეეხება გლობალურ ეკონომიკას, აკადემიკოსის თქმით, მოსალოდნელია მშპ 5%-ით შემცირდეს, რაც თანხობრივ მაჩვენებელში დაახლოებით 5 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

,,ყველა პროგნოზი პესიმისტურია, სპეციალისტების უმეტესობა ფიქრობს, რომ  მსოფლიოს მშპ-ს 5%-იანი კლება გარდაუვალია ანუ დაახლოებით 5 ტრილიონი დოლარის ფარგლებში. სიმართლე გითხრათ მეტ კლებას ველოდები, ძალიან მძიმე სიტუაციაა" - აცხადებს ავთო სილაგაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system