თავში

რა საფრთხეს ქმნის პლასტმასის ჭურჭლის ყოველდღიური გამოყენება

რა საფრთხეს ქმნის პლასტმასის ჭურჭლის ყოველდღიური გამოყენება
რა საფრთხეს ქმნის პლასტმასის ჭურჭლის ყოველდღიური გამოყენება

ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთჯერადი და მრავალჯერადი მოხმარების პლასტმასის ჭურჭლის გამოყენებას სპეციალისტები არ გვირჩევენ. მათი რეკომენდაციით, ნებისმიერ პლასტმასის ბოთლზე აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ადასტურებს, რომ ნაწარმი საკვებისთვისაა განკუთვნილი. თუ ეს ნიშანი ჭურჭელს არ აქვს ან გადახაზულია, მისი გამოყენება საკვების შესანახად არ შეიძლება.

როგორც საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე აღნიშნავს, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ სწორედ ჭურჭლით, რომლის უმრავლესობა ჯანმრთელობისათვის საშიშია. ეს შეიძლება იყოს ჭიქები, თეფშები, ბოთლები და კონტეინერები, როემლიც ათობით დაავადებას იწვევს.

"პლასტმასისაგან დამზადებული ჭურჭელი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან გამოირჩევა სითბოსადმი მდგრადობითა და სიმტკიცით. ის ძლიერი დარტყმებითაც კი არ იმსხვრევა. ასეთი ჭურჭელი, ძირითადად, ჩინური წარმოებისაა. მასში მოთავსებული საკვები შხამიანი ხდება - სითხეებთან შეხებით, განსაკუთრებით - ცხელ მდგომარეობაში, აქტიურად გამოიყოფა ფორმალდეჰიდი. დამატებითი საშიშროებაა ჭურჭლის მოხატულობა, რადგან მისთვის გამოყენებულია მძიმე ლითონები - ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი, მაღალი შემცველობის საღებავები. იმ შემთხვევაში, თუ საღებავი საკვებს შეერია, მძიმე მეტალები ორგანიზმში დაილექება და ის დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიდევნება, მძიმე მეტალების დალექვა კი იწვევს ალერგიას და შესაძლოა, სიმსივნის მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს", - ამბობს აკადემიკოსი.

მისივე თქმით, ჯანმრთელობისათვის საშიშია პლასტმასის ბოთლებიც. მათში მოთავსებული სასმელი წყლის სინჯში აღმოჩნდა 24 520 სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება.

"იმისათვის, რომ ვიცოდეთ, მეორედ შეიძლება თუ არა პლასტმასის ბოთლის გამოყენება, უპირველესად, უნდა დავაკვირდეთ ძირზე წარმოდგენილ სამკუთხედ ნიშნულს ანუ შტამპს ციფრებით. მასზე მოცემულია პლასტმასის შემადგენლობა. ბოთლი შტამპით 01 (ზუთ ან ზუთუ) უსაფრთხოა ერთხელ გამოყენებისათვის", - ასეთია რამაზ გახოკიძის რეკომენდაცია მომხმარებლებისთვის.

საყურადღებოა ეტიკეტიც, რადგან საქართველოს კანონმდებლობით, სავალდებულოა,  წარწერა იყოს მარტივად გასარკვევი და აუცილებლად ქართულ ენაზე  დაწერილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system