თავში

რა საფრთხეს ქმნის საავტომობილო გზებზე უკონტროლო პირუტყვი

რა საფრთხეს ქმნის საავტომობილო გზებზე უკონტროლო პირუტყვი
რა საფრთხეს ქმნის საავტომობილო გზებზე უკონტროლო პირუტყვი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში ე.წ. მეხრეთა კანონი ფაქტობრივად არ არსებობს, რაც არსებობს, არ მუშაობს.

ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ეს კანონი, რაც ფურცელზე წერია, აბსურდული და არასრულყოფილია, ხოლო, რაც არის, ისიც არ სრულდება.

შედეგად საავტომობილო გზებზე მძღლოლებს ხშირად ხვდება პირუტყვი, რაც სერიოზულ საფრთხეს ქმნის, მაგრამ, მესხიშვილის თქმით, ამისთვის თითქმის არავინ ისჯება.

საქართველოს გზები გარდა ავტომობილებისა, შინაური თუ გარეული ცხოველებითაცაა გადატვირთული. პირუტყვთან შეჯახების სტატისტიკა საგანგაშო არ არის, თუმცა 2019 წელს 10 ადამიანი მაინც დაშავდა. სინამდვილეში სტატისტიკა გაცილებით მაღალია, რადგან უამრავი შემთხვევა პოლიციის ხედვის მიღმა რჩება.

რაც შეეხება სანქციებს, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი გვეუბნება, რომ მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვის გადაადგილებისთვის პასუხისმგებელი პირი (მეხრე, მეპატრონე) ჯარიმდება 10 ლარით. და თუ, პირუტყვის გამოშვებას მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება,-გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

"მთავარია მძღოლმა არ დაარღვიოს ექსპლუატაციის წესები, ანუ, მძღოლი განზრახ არ უნდა შეეჯახოს პირუტყვს. მიზეზი არ უნდა იყოს ტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობაც. ჩვენს რეალობაში შეჯახების შემდეგ ხდება შემდეგი: მძღოლი არ იმჩნევს და აგრძელებს გზას, საბარგულში ათავსებს ტრავმირებულ პირუტყვს და ისე გარბის, მძღოლი ეძებს პატრონს და უხდის თანხას "მიყენებული ზიანისთვის", რომლის გადახდის ვალდებულება არ აქვს, მძღოლს უღობავენ გზას მცხოვრებლები, აფასებენ დაღუპულ პირუტყვს და ახდევინებენ თანხას, ადამიანის სხეულის დაზიანების შემთხვევაში იმალება პირუტყვის მეპატრონემძღოლი და მგზავრი, რომელიც იღებს სხეულის დაზიანებას მაგისტრალზე პირუტყვთან შეჯახების გამო, არანაირ კომპენსაციას არ იღებს. არც დაზიანებული ავტომობილის აღსადგენად მოიკლავს ვინმე თავს," - გვიხსნის მესხიშვილი და ამბობს, რომ ეს აბსურდამდე მისული რეალობაა, რომელსაც ვერ აკონტროლებს, ვერ არეგულირებს, კანონი."პირუტყვთან შეჯახებისას თქვენ კი ხართ მართალი, მაგრამ... ვინ დასაჯონ? პირუტყვი? არა, პირუტყვს ვერ დასჯიან, მითუმეტეს ტრავმირებულს! მეხრე? არა, მეხრე გაჭირვებულია და მისი დასჯა წამგებიანია. ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა? არა, "ჩემს შვილს ხომ არ დავსჯი?" ასე გარდაიცვალა "მეხრეთა კანონი", - ამბობს მესხიშვილი.



ცნობისთვის, 2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

საქართველოში ავარიებით მიღებული ზარალი მშპ-ს 4%-ს უტოლდება.

შეგახსენებთ, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლეს ყველაზე მეტი ნეგატიური ეფექტი აქვს ტურიზმზე, სოფლის მეურნეობასა და იმ ოჯახების შემოსავლებზე, რომლის წევრიც ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლია. საგზაო შემთხვევების გამო უამრავი ოჯახი ღარიბდება, ბიუჯეტი კარგავს შემოსავალს და ჯანდაცვის სექტორის ხარჯიც მატულობს, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის დიდი დანაკარგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system