თავში

რა საგადასახადო შეღავათები ექნებათ დასაქმებულებს

რა საგადასახადო შეღავათები ექნებათ დასაქმებულებს
რა საგადასახადო შეღავათები ექნებათ დასაქმებულებს

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა ანტიკრიზისული გეგმის განხილვისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ გეგმის აღნიშნული ნაწილი შეეხება მოქალაქეების სამ კატეგორიას – დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი; დაქირავებით დასაქმებულები, რომელთაც აღარ ერიცხებათ ხელფასი და თვითდასაქმებულები.

დაქირავებით დასაქმებულები, რომლებმაც შეინარჩუნეს სამუშაო ადგილი, მიიღებენ საგადასახადო შეღავათს საშემოსავლო გადასახადში კომპენსაციის სახით. კერძოდ, დაქირავებით დასაქმებული, რომლის ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს და დასაქმებულია კერძო სექტორში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება ყოველი კალენდარული თვის განმავლობაში, თითოეული დამქირავებელთან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალზე 750 ლარის ოდენობით. საგადასახადო შეღავათის მაქსიმალური ოდენობა არის თითოეულ სამუშაო ადგილზე 150 ლარი, ხოლო საგადასახადო შეღავათის პერიოდი არის 2020 წლის პირველი მაისიდან ექვსი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესი მარტივია, დამქირავებელი 2020 წლის მაისი-ოქტომბრის თვეების პერიოდში გადახდილ ხელფასზე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშებას განახორციელებს ახალი საგადასახადო შეღავათის გათვალისწინებით, რომლის დეკლარირებაც მოხდება ხელფასის გაცემისთვის, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე.

ლაშა ხუციშვილის თქმით, აღნიშნული შეღავათი ხორციელდება საგადასახდო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გზით და გადასახადის გადამხდელის მხრიდან დამატებით ადმინისტრაციული ღონისძიება განსახორციელებელი არ იქნება.

შეგახსენებთ, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმით, დახმარებები გათვალისწინებულია, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

უხელფასო შვებულებაში მყოფებსა და უმუშევრად დარჩენილებს მთავრობა 6 თვე 200 ლარით დაეხმარება.

300-ლარიან დახმარებას სთავაზობს ხელისუფლება თვითდასაქმებულებს მათი იდენტიფიცირების შემდეგ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა ბიზნესს დღგ-ს უკან დაუბრუნებს.

კომპანიები, რომელიც შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში750 ლარის ოდენობის სრულ სუბსიდირებას მიიღებს საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

კრიზისული მენეჯმენტისთვის ხელისუფლება სულ 3 მილიარდ ნახევარს დახარჯავს.

მთავრობა ბანკებს 600 მილიონ ლარს მიაწვდის.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკა ექვს ეტაპად გაიხსნება.

მეწარმეების დასახმარებლად მთავრობა "აწარმოე საქართველოს" პროგრამას აფართოებს და თანადაფინანსებას ზრდის.

მთავრობა ეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორის მეწარმეებსაც.

მთავრობისთვის პრიორიტეტული ხდება ფერმერი და სოფლის მეურნეობა.

აგროწარმოებაში ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად მასშტაბური სამუშაოები იწყება.

იცვლება "შეღავათიანი აგროკრედიტის" დაფინანსების მიღების პირობები.

სოფლად მცირე ბიზნესის წამომწყებიც კი 30 ათასი ლარით დაფინანსდება.

დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაციის ტემპი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system