თავში

რა საკითხები განიხილა ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

რა საკითხები განიხილა ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე
რა საკითხები განიხილა ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ნათია თურნავამ აშშ-ის ელჩთან საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

„საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ ნაწილში ჩვენ დახმარება აღვიქვა აშშ -ის საელჩომ და USAID -ის მისიამ საქართველოში, რათა ჩვენ მეტი ანალიზი გავაკეთოთ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. კერძოდ, USAID-ი მხარს დაუჭერს ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება უფრო მეტ ჩართულობას საზოგადოების ენერგოუსაფრთხოების შესახებ დიალოგში. ასევე მხარს დაუჭერს ჩვენს სამთავრობო გეგმებს - განვავითაროთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის წყაროები, ქვეყნის ენერგეტიკის მეტი დივერსიფიცირება მოვახდინოთ და განვამტკიცოთ საქართველოს ენერგეტიკული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის თქმით, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს დამოკიდებულია მრავალფეროვანი და კარგად განვითარებული ენერგეტიკული ბაზრის არსებობაზე.

„ვფიქრობ, საჭიროა დიალოგი თემებთან, რომელთა მხარეშიც სხვადასხვა ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება. სწორედ ეს არის USAID-ის მნიშვნელოვანი ახალი პროგრამების ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგეტიკულ მომავალს და რომელიც მომდევნო თვიდან დაიწყება. პროგრამის იდეაა, დავრწმუნდეთ, რამდენად გაიაზრებს საზოგადოება, სასიცოცხლოდ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარება და დივერსიფიკაცია. ასევე დავრწმუნდეთ, რომ საზოგადოებას კარგად ესმის საკითხი, ჩართულია და მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system