თავში

რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა "გარდაბანი 2-ით" - PHOTO

რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა "გარდაბანი 2-ით"
რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა გარდაბანი 2-ით - PHOTO

ახალი თბოელექტროსადგური მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას, – ამის შესახებ ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გივი ბახტაძემ გარდაბანში, „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“-ს გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

ბახტაძის ინფორმაციით, სადგური წელიწადში 1.3 მილიარდი კვტ.სთ ენერგიის გამომუშავებას შეძლებს, რაც ყოველწლიური მოხმარების დაახლოებით 11 პროცენტია.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ენერგეტიკისთვის, განსაკუთრებით კი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის. დასრულდა და ექსპლუატაციაში შედის 230-მეგავატიანი, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური. ახალი თბოელექტროსადგური რიგით მეორე ელექტროსადგურია, რომელიც კორპორაციის დივერსიფიკაციის სტრატეგიის ფარგლებში აშენდა. ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში და მნიშვნელოვნად შეამცირებს იმპორტირებულ ელექტროენერგიას საქართველოში. ამ პროექტში 190 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ თავისი სახსრებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მშენებლობის დროს 450 ადგილობრივი იყო დასაქმებული, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი, 200-მდე მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება“, – აღნიშნა კორპორაციის ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system