თავში

რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს

რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს
რა სარგებლობას მოუტანს Clean Network-ის წევრობა საქართველოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ  Clean Network-ის წევრობით საქართველო განიმტკიცებს პოზიციებს, რატომ უნდა გახდეს NATO-სა და ევროკავშირის წევრი.  მისივე განცხადებით, ნატოს დანიშნულებაა საფრთხეების აღმოფხვრა და ეს საფრთხეები, როგორც წესი, რუსეთს უკავშირდება.

ის საუბრობს იმ 5 სარგებელზე, რომელსაც საქართველოს მოუტანს Clean Network Lines-ის წევრობა.

1. „ვინაიდან საქართველო მიილტვის ნატოს წევრობისკენ, გაუმჯობესებული უსაფრთხო ქსელი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დადებითი შტრიხი იქნება წევრობის განხილვისას“, - აღნიშნა ქით ქრორმა.

მეორე მიზეზი, მისი თქმით, არის ის, რომ საქართველო უკვე მონაწილეობს ევროკავშირის მწვანე პროგრამებში და Clean Network Lines-ის წევრობით კიდევ უფრო დააჩქარებს ევროკავშირში გაერთიანებას.

3. ქროქის განმარტებით, Clean Network Lines-ის წევრობა საქართველოს ასევე დააახლოებს „სამი ზღვის ინიციატივის“ ქვეყნებთან.

„შესაბამისად, ნატოს, ევროკავშირსა და სამ ზღვასთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია Clean Network Lines-ის წევრობა“, - აღნიშნა ქით ქროქმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, მეოთხე მიზეზი - ეს არის საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა.

„მე ამას ვამტკიცებ, ვინაიდან მაქვს კომპანიების შექმნისა და მართვის 30-წლიანი გამოცდილება. ჩვენს ქსელში გაერთიანებულია ისეთი კომპანიები, როგორებიცაა „სისკო“, „ეიჩპი“, „ვუჯიცუ“, და სხვა მრავალი. ეს კომპანიები ახორციელებენ ინვესტიციებს მთელს მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ისინი უპირატესობას მიანიჭებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს უსაფრთხოების შესახებ. აშშ-ს კერძო სექტორისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის კერძო სექტორისთვის ეს იქნება ერთგვარი სიგნალი, რომ საქართველო შესანიშნავი ადგილია ინვესტიციების განსახორციელებლად. ამას ტალღისებური ეფექტი აქვს. კომპანიები ეძებენ ადგილებს, სადაც არ ყვავის კორუფცია და Clean Network Lines-ის წევრობა ის ფაქტორია, რომელიც თქვენ მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, წაახალისებს მათ, ინვესტიციები განახორციელონ თქვენს ქვეყანაში“, - აღნიშნა მან.

5. და ბოლოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, კარგი ამბავი ის არის, რომ აშშ, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში, დაეხმარება საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულებაში.

„ამისთვის თანხები იქნება ხელმისაწვდომი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხარდაჭერის ფარგლებშიც. კორპორაცია ასევე რეკომენდაციას გაუწევს საქართველოს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეტიც, კორპორაცია გეგმავს რეგიონალური ოფისი გახსნას საქართველოში. ჩვენ კიდევ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო წაახალისებს კერძო სექტორს“, - განაცხადა ქით ქროქმა.

მისი განცხადებით, აშშ მიესალმება ასევე საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას, მათ შორის გზებისა და პორტების მიმართულებით, და Clean Network Lines-ის წევრობით საქართველო ასევე მიიღებს უსაფრთხო ინფრასტრუქტურას, უსაფრთხო ფინანსებს და ა.შ. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაზრდის საკუთარ უსაფრთხოებას, ექნება რა უსაფრთხო ქსელი.

„მინდა მოვუწოდო საქართველოს კვლავ გააგრძელოს ინვესტიციებისთვის მიმზიდველი, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, - დაძინა ქით ქრორმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას აშშ-სთან შესანიშნავი მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის. „ვულოცავ საქართველოს Clean Network Lines-ის წევრობას და აღგიქვამთ დახმარებას, აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ვფიქრობ, Clean Network Lines-ის სხვა 60 ქვეყანასთან ერთად შევძლებთ მივაღწიოთ როგორც ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს, ისე ეკონომიკურ ზრდას, რომელსაც განაპირობებს უსაფრთხო, სამართლიანი, საიმედო და გამჭვირვალე საბაზრო საქმიანობა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! ღმერთმა დალოცოს დიდებული ქვეყანა საქართველო! ღმერთმა დალოცოს ამერიკა!“, - განაცხადა ქით ქროქმა.

შეგახსენებთ, აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა და  მიუერთდა ინიციატივას „ქლინ ნეტვორკ“ (Clean Network). შედეგად, საქართველოს ტელესაკომუნიკაციო სფეროში სანდო და სოლიდურ ინვესტორების გამოჩენას ელიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system