თავში

რა სასტარტო უპირატესობა აქვს საქართველოს მეზობლებთან შედარებით

რა სასტარტო უპირატესობა აქვს საქართველოს მეზობლებთან შედარებით
რა სასტარტო უპირატესობა აქვს საქართველოს მეზობლებთან შედარებით

2023 წლიდან ევროკავშირში ნახშირბადის გადასახადი (ნახშირბადული კვალი) ამოქმედდება, რომელიც ევროპარლამენტის მიერ განსაზღვრული ახალი წესების შესაბამისად სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციაზე დამატებით მოსაკრებელს დააწესებს. ეს კი ნიშნავს: თუ პროდუქცია დამზადებული იქნება იმ ელექტროენერგის გამოყენებით,რომელიც გენერირებულია ნახშირის ან გაზის თბოსადგურზე, ამ პროდუქციაზე გადასახდელი იქნება ნახშირბადური გადასახადი.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა, ფიქრობს, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით (აზერბაიჯანი, თურქეთი,რუსეთი,სომხეთი), საქართველოში დამზადებულ, შექმნილ პროდუქციას ნახშირბადური კვალი ექნება გაცილებით ნაკლები, რადგან ზემოთ მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკა მეტადაა დამოკიდებული გაზის, ნახშირის გენერაციაზე.

"ამ ფაქტორის გათვალისწინებით საქართველოს რეალურად გააჩნია აშკარა, დიდი სასტარტო უპირატესობა და დიდი შანსი ზემოთ ჩამოთვლილ მეზობლებთან შედარებით, მაქსიმალურად გამოიყენეოს ეს წინაპირობები, რადგან ჩვენი გენერაციის თითქმის 80% მოდის სწორედ განახლებად ენერგიაზე ჰიდროსადგურებზე და ჯერჯერობით მხოლოდ ერთ ქარის სადგურზე. ნახშირბადური გადასახადის შემოღებით გაჩენილი ახალი რეალობის გათვალისწინებით და თავისი ბუნებრივი პოტენციალური ენერგეტიკული რესურსებით, საქართველოს აქვს უდიდესი პერსპექტივა მდგრადი განვითრების პრინციპების გათვალისწინებით განახლებადი ენერგიის რესურსის ათვისების შემთხვევაში მიაღწიოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას,სიღარიბის დაძლევას , საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას," - ამბობს ენერგეტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ ენერგეტიკის განვითარების მამოძრავებელი ძალა დღეს არის, არა  ენერგიის წყაროების ეკონომიკური მიმზიდველობა, არამედ ახალი უმნიშვნელოვანრესი ფაქტორი, „ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან“. ენერგეტიკოსს ნორვეგიის მაგალითი მოჰყავს.

"ნორვცეგიას უდიდესი მარაგები აქვს ნავთობის, ბუნებრივი გაზის და მაქსიმალურად ცდილობს ეს რესურსი ქვეყნის შიგნით მინიმალურად გამოიყენს. მისი მთელი ენერგიის გენერაცია განახლებადი ენერგიის წყაროებს უკავშირდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჰიდროენერგეტიკას. ნორვეგიაში გენერირებული 149 მილიარდი კვტსთ დან 143მილიარდი კვტსთ მოდის ჰიდროენერგეტიკაზე ( ჩვენი ჰიდროს 9 მილიარდი კვტსთ ძალიან მორიდებულად გამოიყურება) ,2,1 მილიარდი კვტსთ ქარზე ,0,2კვტსთ გეოთერმიაზე. ამ ბოლო დროს სწორედ ნახშირბადური გადასახადი შემოღებასთან დაკავშირებით , ნორვეგიაში ხაზს უსვავენ ჰიდროენერგეტიკის კიდევ ერთ უპირატესობას – მის კლიმატურ ნეიტრალურობას.ნორვეგიის სამეფოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მათი ჰიდროელექტრო სადგურების როლი 21 ე საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების გეგმები ეტაპობრივად უარი თქვან წიაღისეული ენერგიის გამოყენებაზე ელექტროენერგიის მისაღებად, გაცილებით უზრდის პერსპექტივებს ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკას რეგიონში. მაგალითად, შვედეთსა და ფინეთში, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება ნორვეგიის ჰიდროელექტროსადგურის პოტენციალის გამოყენების წილი. ჰიდროგენერაციის ზრდა კი ხელს უწყობს ეკონომიკის მასთან დაკავშირებულ სექტორებს და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას," - განმარტავს დავით მირცხულავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system