თავში

რა სჭირდება მესაქონლეობას

რა სჭირდება მესაქონლეობას
რა სჭირდება მესაქონლეობას

ვეტერინარი ამირან კოჩალიძე აცხადებს, რომ აგრარული სკოლების გახსნაზე ბევრად პრიორიტეტულია, არსებული სასწავლებლების განვითარებაზე გაკეთდეს აქცენტი და სადაც შესაძლებელია, ძველი პროფსასწავლებლების რეორგანიზაცია მოხდეს. როგორც მან report.ge-თან განმარტა, ყველაზე მეტი პრობლემა აგრარულ სკოლებში კვალიფიციური კადრის დეფიციტია, ამიტომ აუცილებელია, დარგის დახმარება სწორედ ამ საკითხის მოგვარებით დაიწყოს.

,,საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით რამდენიმე კოლეჯი არსებობს. დაინტერესებულ პირებს გარკვეული ცოდნის მიღება შეუძლიათ რამდენიმე მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით მეტია ამის შესაძლებლობა ზუგდიდში, კაჭრეთში, ახალციხეში და სხვა. მათი რიცხვი საკმარისია, თუკი მაქსიმალურად დავტვირთავთ და განვავითარებთ. ამ მხრივ განსაკუთრებით საყურადღებოდ მეჩვენება სამტრედიას ყოფილი პროფსასწავლებელი, რომლის აღდგენაც შესაძლებელია. დიდი ტრადიციის მქონე სასწავლებელია და კარგი იქნება, თუკი მისი აღდგენა მოხერხდება. ახლის გახსნა დიდ ხარჯს მოითხოვს და არც არის ამის საჭიროება, არსებულის ბაზაზე კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით მუშაობა უფრო მიზანშეწონილი იქნება. მთავარია, მთავრობამ არსებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს. მეცხოველეობის კადრების დაბალკვალიფიციურობა სერიოზულ პრობლემას გვიქმნის, ამიტომ ინფრასტრუქტურაც სათანადო დონეზე უნდა განვითარდეს, რაც მეტ მოტივაციას და ინტერესს გამოიწვევს ახალგაზრდებში. სხვანაირად ამ პრობლემის მოგვარება გაგვიჭირდება", - აცხადებს კოჩალიძე.

კვალიფიციური კადრების მხრივ არსებულ პრობლემას მთავრობაც აღიარებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით,  სოფლის მეურნეობის წინსვლის ერთ-ერთი გარანტი უცხოური გამოცდილება და თანამედროვე სამეწარმეო და ფერმერული უნარების შეძენაა. უწყების ინფორმაციით, დმანისში, სოფელ სარკინეთში ქართულ-შვეიცარიული აგრარული პროფესიული სასწავლებელი „ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“ უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system