თავში

რა სჭირდება საქართველოს ,,მწვანე სტატუსის" აღსადგენად

რა სჭირდება საქართველოს ,,მწვანე სტატუსის" აღსადგენად
რა სჭირდება საქართველოს ,,მწვანე სტატუსის აღსადგენად

ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. ამის შესახებ report.ge-თან ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი მანანა ალადაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ჯერჯერობით ინდუსტრია პასიურობას იჩენს.

,,შესაძლებლობა არის, ,,მწვანე სტატუსი" აღვადგინოთ, მაგრამ მგონია, რომ ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია. სასტუმროების და რესტორნების გასაჭირი მესმის, მაგრამ 2 თვე როგორმე უნდა მოვითმინოთ, სანამ ვაქცინა შემოვა. მანამდე რისკია ტურისტული ინდუსტრიის გახსნა. ანალოგიური ნაბიჯი გადადგა იტალიამ, ასევე აშშ-მაც და ვნახეთ, რა შედეგიც მიიღეს. ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ  სტატუსის აღდგენა არ ვიჩქაროთ,  ჯერ ადრეა. სავარაუდოდ, ტურიზმი სტარტს ზაფხულიდან აიღებს, იმედია, რომ ამ პერიოდში ვაქცინა გვექნება. თუმცა, პიარი მაღალ დონეზე თუ არ განხორციელდება, არაფერი გამოვა. რატომღაც სუსტი მარკეტინგული კამპანიაა, არ კეთდება ფაქტობრივად არაფერი პრომოუშენთან დაკავშირებით, ყველა გაჩერებულია. როგორც ჩანს, მოვლენების განვითარებას ელოდებიან, რეკლამირება კი საჭიროა. ახალი ინოვაციური პროექტები მუშავდება.  მაგალითად, პირადად მე, ოთხ მარშრუტზე ვმუშაობ თელავში. ღია სივრცეებსა და მწვანე ზონებზე გვაქვს ორიენტირი და ველოდებით, რომ გაამართლებს.  საქართველოს დეფინაციებს უკვე დიდი გამოხმაურება აქვს. ძალიან მოსწონთ რეგიონში მდებარე ციხე-სიმაგრეები, ბუნებაზე, ,,მწვანე ტურებზეა" დიდი მოთხოვნა და ამ შესაძლებლობების წარმოჩენას მარკეტინგული კამპანიებითაც უნდა შევუწყოთ ხელი", - ამბობს ალადაშვილი report.ge-თან. 

ცნობილია, რომ ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს. პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა.

იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა. CNN-ის სამოგზაურო პორტალი CNN travel იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებმაც ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system