თავში

რა სჭირდება სოფლის მეურნეობას

რა სჭირდება სოფლის მეურნეობას
რა სჭირდება სოფლის მეურნეობას

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ დღეს სოფლის მეურნეობას ყველაზე მეტად ტექნიკა-დანადგარების დეფიციტი ამუხრუჭებს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ აგრობიზნესის უმეტესობა კვლავ ტრადიციული მიდგომებით ამუშავებს მიწას, იწევს მოსავალს, რაც, ქართულ სასოფლო პროდუქტს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.

შენგელია ფიქრობს, რომ მთავრობამ უნდა შესთავაზოს ფერმერებს დაბალპროცენტიანი სესხით ორთვლიანი, მცირეგაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა.

"სოფლის მოსახლეობას 10 -15 წლიანი ვადით, წლიური 1 % იანი კრედიტით შეთავაზოთ ორთვლიანი და მცირეგაბარიტიანი სასოფლო სამეურნეო ტექნიკა მიწის დასამუშავებლად. ასეთ ტექნიკას მოკიდებს ხელს ის ვინც გამრჯეა და საქმეს გააკეთებს," - ასეთია ექსპერტის პირველი რეკომენდაცია.

ფერმერი ზვიად ტყეშელაშვილი დუშეთის რაიონში ფერმერულ მეურნეობას 10 წელია მისდევს და 10 ჰექტარი მიწის ფართობზე კარტოფილს, სიმინდს, ლობიოსა და ნიორს იწევს და ყიდის. 5 ჰექტარი მისი საკუთრებაა, 5 კი იჯარით აქვს აღებული.

მისი აზრით, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა ძვირია და თუ მთავრობა მისი ყიდვის შესაძლებლობას მისცემს ფერმერებს, ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას აამაღლებს და სოფელი გამოცოცხლდება. 

მისივე აზრით, ფერმერებს მძიმე ტვირთად აწვება საწვავის ხარჯიც, თუ ამ ნაწილშიც რამე სუბსიდირება მოხდება, აგრომეურნე ამბობს, რომ გლეხი ამოისინთქავს და ადგილობრივი წარმოება გაიზრდება, რაც ყველას ინტერესშია.

"ცალკე პრობლემაა ისიც, რომ აგრონომები არ არის სოფლებში. ჩემი აზრით, ყველა სოფელში სახელმწიფომ უნდა დანიშნოს თითო აგრონომი, რომ ფერმერებმა კვალიფიციური რჩევები მიიღონ მცენარეთა დასაცავად. ვყიდულობ ხოლმე შესაწამლ ქიმიას, მაგრამ მოსავალი მაინც ნახევარი ფუჭდება. ვერაფერი მოვუხერხე. ვინმე რომ იყოს, რომ 2 კვირაში ერთხელ შემოიაროს და დამაკვალიანოს, როდის რა წამალია საჭირო, ფულსაც გადავუხდით. ასევე კარგი იქნება სათესლე კომპონენტში თუ შეეხიდებიან გლეხს. ძალიან ძვირი ჯდება ჯიშიანი, ხარისხიანი, მაღალმოსავლიანი თესლის ყიდვა," - ამბობს ფერმერი.

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობების წილი 7.2 პროცენტსშეადგენს. გასულ წელს ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობამ 13 428.9 ლარი (4 763.5 დოლარი) შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system