თავში

რა სფეროებზე ნაწილდება 1,1 მილიარდიანი დახმარების პაკეტი

რა სფეროებზე ნაწილდება 1,1 მილიარდიანი დახმარების პაკეტი
რა სფეროებზე ნაწილდება 1,1 მილიარდიანი დახმარების პაკეტი

რა სფეროებზე ნაწილდება ის 1,1 მილიარდი ლარი, რომელიც მოსახლეობის დასახმარებლად დაიხარჯება, ფინანსთა მინისტრმა განმარტა. 

ივანე მაჭავარიანის თქმით, 500 მილიონს ის თანხა შეადგენს, რომლის გადახდისგან შეღავათების სახის ბიზნესი დანარჩენი 600 მილიონი კი სოციალური პროგრამების ღირებულებას წარმოადგენს.

„ეს იყო 300-ლარიანი დახმარება, ეს იყო კომუნალური სუბსიდირება, რომელიც 270 მილიონ ლარამდე იქნება, შეიძლება 300 მილიონამდე იყოს; ეს იყო 6 თვის განმავლობაში 200-ლარიანი, ჯამში 1200-ლარიანი დახმარება, რაც ასევე ფაქტობრივი მონაცემებით იყო 150 მილიონი და ახლა შევხედავთ და ვნახავთ, იმედია ნაკლები იქნება, ანუ ნაკლები ადამიანი აღმოჩნდება უმუშევრების სიაში და ა.შ“, - განმარტა მაჭავარიანმა.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system