თავში

რა შანსი აქვს მრეწველობას, ეკონომიკის ნომერ პირველი დარგი გახდეს

რა შანსი აქვს მრეწველობას, ეკონომიკის ნომერ პირველი დარგი გახდეს
რა შანსი აქვს მრეწველობას, ეკონომიკის ნომერ პირველი დარგი გახდეს

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის განცხადებით, ეკონომიკას მაღალი ზრდის მისაღწევად სჭირდება რეალური სექტორის და იმ დარგების განვითარება, რომელიც მაღალი დამატებითი ღირებულების წარმოების რესურსს ფლობს. ამ ეტაპზე ეკონომიკაში დოვლათის ძირითადი შემქმნელი ვაჭრობაა, რაც საკმაოდ დიდი ხნის ტენდენციაა, თუმცა, როგორც არჩვაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია მძიმე და მსუბუქი მრეწველობის წილის ზრდა, რაც ეკონომიკას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს.

,,ვაჭრობას საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ეკავა პირველი ადგილი, სპორტული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ,,ლიდერის ყვითელი მაისური ეცვა". ბოლო დროს ვაჭრობას საგრძნობლად მიუახლოვდა მრეწველობა და არის შანსი, რომ მან შეძლოს ისევ პირველი ადგილის დამკვიდრება. ასე იყო 80-იანი წლების ბოლომდე, მრეწველობაზე მოდიოდა საქართველოს ეკონომიკის დაახლოებით 40%, ამიტომ გვჭირდება რეალური სექტორის და იმ დარგების განვითარება, რომლებიც მაღალი დამატებული ღირებულების დოვლათს შექმნის. მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მომსახურების ის პროგრესული დარგები, სადაც უფრო მეტი რთული შრომის გამოყენება არის საჭირო. მრეწველობას ამ მხრივ პოოზიტიური და იმედისმომცემი პერსპექტივა გააჩნია.  ყველაფერი დამოკიდებულია სიჩქარის ტემპზე, რითაც მოვახდენთ ზრდას, ამაზე იქნება დამოკიდებული მრეწველობის პერსპექტივაც. ცხადია, ეს დარგის განსაკუთრებით საინტერესოა ინვესტორებისთვსიაც, რადგან გრძელვადიანი სამრეწველო ციკლი აქვს, გრძელვადიანი გათვლებია და ინვესტორები არ უშინდებიან ამ სფეროში კაპიტალდაბანდებას, რაც ინვესტიციებზე დადებით გავლენას ახდენს. საგარეო ვაჭრობაში ჩვენ დიდი პრობლემა გფავაქვს, ამიტომ ერთია, რომ სამამულო პროდუქტმა ჩაანაცვლოს იმპორტი, მაგრამ მეორე გზაა - ექსპორტის გზით შემცირდეს სხვაობა. მრეწველობის განვითარებით შესაძლებელია მნიშვნელოვან სამუშაო ადგილებს შექმნაა და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავააქტიუროთ", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.1 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (11.6 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.7 პროცენტი), მშენებლობა (10.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (9.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.4 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (4.8 პროცენტი).

საქსტატის ცნობით, 2020 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 331.2 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 5.6 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system