თავში

რა შანსი აქვს საქართველოს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად - LIVE

რა შანსი აქვს საქართველოს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად - LIVE
რა შანსი აქვს საქართველოს ტურისტული ნაკადების მოსაზიდად - LIVE

როგორც კი ავიამიმოსვლა აღდგება, საქართველოს აქვს შანსი ტურისტების დიდი ნაკადი მოიზიდოს, - ასე ფიქრობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე თამარ არჩუაძე, რომელიც დღეს ონლაინ კონფერენციაზე "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" სიტყვით გამოვიდა.

არჩუაძემ თქვა, რომ ჩაიშალა ტენდერები, ვინაიდან ფინანსური პრობლემების გამო, მათი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

არჩიაძე იმედოვნებს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

მისივე შეფასებით, საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანად დარჩა, რადგან მსოფლიო აღიარებს მის წარმატებას და მდგრადობას კორონავირუსის წინააღმდეგ. 

აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარის თქმით, დაკარგული ტურისტების კონტინგენტის დაბრუნება შესაძლებელი იქნება უკვე ჩატარებული დიდი სამუშაოს საფუძველზე, რაც აქტიური კამპანიების შედეგია. 

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა მომსახურების წესებში ცვლილება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, შესაძლოა აეროპორტში თერმოსკრინინგი მგზავრის არა მხოლოდ ჩამოფრენის, არამედ გამგზავრების დროსაც მოხდეს. 

როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”, თამარ არჩუაძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარული სამგზავრო რეისები არ სრულდება, აეროპორტში სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა. 

"მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ამ ეტაპზე, შექმნილი მდგომაროების გამო, რეგულარულ სამგზავრო რეისებს არ ემსახურება, ჩვენ მაინც სულ მზადყოფნაში ვართ, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მოვემსახუროთ ჩარტერულ და ტექნიკურ ფრენებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნას თბილისისა და ბათუმის აეროპორტები სათადარიგო აეროპორტებად. ამიტომ ადგილზე ვინარჩუნებთ იმ მინიმალურად საჭირო მორიგე პერსონალს, რომელთა ყოფნაც აეროპორტში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად აუცილებელია.
რაც შეხება მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებს, შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, ადგილობრივ აეროპორტებში ფრენები არ ხორციელდება. მაგრამ აეროპორტების სპეციფიკის გათვალისწინებით თანამშრომელთა ნაწილი ადგილზე სამუშო რეჟიმში რჩება, ვინაიდან ჩვენ ვფლობთ დიდი რაოდენობით ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობას, რაც მოვლა-შენახვით სამუშაოებს საჭიროებს
", – აცხადებს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირქტორი.

შეგახსენებთ, "კორონავირუსი VS ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებლობები" საკმაოდ წარმომადგენლობითი ონლაინფორუმია, რომელიც დღეს 3 საათიდან მიმდინარეობს.

მასში მონაწილეობენ:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system