თავში

რა შანსია ტურიზმისთვის საქართველოდან დისტანციური მუშაობა

რა შანსია ტურიზმისთვის საქართველოდან დისტანციური მუშაობა
რა შანსია ტურიზმისთვის საქართველოდან დისტანციური მუშაობა

საქართველოში შემოსვლისა და დისტანციური მუშაობის შესაძლებლობამ ტურიზმის დარგს გარკვეული შეღავათი მისცა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ბოლო პერიოდში ტურიზმის სფეროს გამოცოცხლება დაეტყო, რაც სწორი მარკეტინგის წყალობით გახდა შესაძლებელი. პროფესორ მანანა ალადაშვილის შეფასებით, საქართველოში დისტანცირად მსურველთა რაოდენობის ზრდა იძლევა იმედს, რომ კრიზისი დარგში შესაძლოა მომავალი წლიდან დაიძლიოს, ყოველ შემთხვევაში, კლების მასშტაბი მაღალი მაჩვენებლით შემცირდეს.

,,1 თვერში დისტანციურად მუშაობის მსურველთა რაოდენობის ზრდა 200-დან 700-მდე ძალიან კატრი მაჩვენებელია. როგორც აღმოჩნდა, რუსეთიდან და ამერიკიდან ამ სერვისის მიმართ მაღალი მოთხოვნაა. ტურისტების გარკვეული ნაწილი ამ პროგრამის ფარგლებში უკვე არის ჩამოსული.  ძირითადად ამის შედეგია, რომ კახეთში 30 სასტუმრო მუშაობს, თბილისში გამოთავისუფლებული კადრის გარკვეული ნაწილი რეგიონების სასტუმროებში გადანაწილდა, წყალტუბოშიც გამოჩნდნენ ტურისტები და უკვე აბასთუმანიც იღებს ვიზიტორებს, რაც საბოლოო ჯამში დადებით მოლოდინს განაპირობებს", - ამბობს ალადაშვილი და დასძენს, რომ დარგს დიდი შესაძლებლობა მისცა საერთაშორისო აღიარებამაც, განსაკუთრებით ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციის ჩატარებამ თბილისში, მადრიდის ნაცვლად, რამაც საქართველოს ტურიზმს მეტი პოპულარობა მოუტანა.

,,ბოლო პერიოდში ტურიზმის დარგში ცვლილებები ცხადყოფს, რომ ჩვენ ბევრ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ზამთრის ტურიზმს შეიძლება ვერ ეშველოს, მაგრამ 2021 წლის ზაფხულის სეზონი აშკარად უკეთესი გვექნება, თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვლება.  კარგად გვახსოვს, რა სიტუაციაც გვქონდა 2007 წელს საქართველოში - ტურიზმის ბუმი იყო, 2008 წელს დარგი ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო თითქმის გაჩერდა, მაგრამ 2011 წლიდან ვითარება აშკარად შეიცვალა. წელს მდგომარეობიდან უფრო სწრაფად შევძლებთ გამოსვლას", - ვარაუდობს მანანა ალადაშვილი. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 1 თვის განმავლობაში საქართველოში შემოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 700-მდე ადამიანმა გამოთქვა. მიღებული აპლიკაციების რაოდენობიდან 52 % ეკუთვნის - Freelancer-ს, 28% - Full-Time Employee-ს, 21% - Entrepreneur-ს.

უწყების ცნობით, ყველაზე დიდი დაინტერესება რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, კანადიდან და უკრაინიდანაა.

შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საქართველოდან დისტანციურად მუშაობის სურვილს გამოთქვამდა 200-ზე მეტი უცხოელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system