თავში

რა შანსს აძლევს ქვეყანას ,,კორუფციის კონტროლით" ევროოცეულში მოხვედრა

რა შანსს აძლევს ქვეყანას ,,კორუფციის კონტროლით" ევროოცეულში მოხვედრა
რა შანსს აძლევს ქვეყანას ,,კორუფციის კონტროლით ევროოცეულში მოხვედრა

,,საქართველოსთვის, რეიტინგებსა და ინდექსების დადებითი დინამიკა და გაუმჯობესებული პოზიციები ნიშნავს საინვესტიციო და ბიზნეს სტიმულირების პოზიტიურ ფონს, გლობალური როლის ზრდას, ქვეყნის კონკუნრენტუნარიანობის ამაღლებას, სამომხმარებლო და საქმიანი აქტივობის პროვოცირებას, პოლიტიკური იმიჯისა და ამომრჩევლების ინსპირირებას", - ასე ეხმაურება ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე ,,კორუფციის კონტროლით" ევროპის ქვეყნების ოცეულში მოხვედრას. 

მისი თქმით, წარმოდგენილ ანგარიშში საქართველოს პოზიტიური დინამიკის საფუძველი გახდა ძველი და დისკრედიტირებული სააგენტოების დემონტაჟი და შედეგად კორუფციის შემცირება. 

,,მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს წარმატების მაგალითს კორუფციასთან ბრძოლოს თვალსაზრისით განიხილავს რუანდასთან ერთად. საქართველოსთვის საერთაშორისო შეფასებები, ინდექსები და რეიტინგები უნდა განვიხილოთ როგორც უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელიც გლობალურ ფონზე საქართველოს ეკონომიკურ პროფილს და მმართველობით მიღწევებს ზომავს. ცხადია, რომ შთამბეჭდავია მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს მოწინავე პოზიციების აღნიშვნა „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანია აღიარებაა, რადგან კორუფცია არყევს დემოკრატიის ხარისხს, იწვევს მთავრობის დისფუნქციურობას და ზრდის ინსტიტუტუციურ გამოწვევებს. აღიარებულია, რომ კორფუციასთან ბრძოლის მექანიზმები უფრო მეთოდური და თეორიული ხასიათისაა, რომელიც კორუფციის ბუდეებს ვერასდროს შეცვლის, თუ მის საფუძველში არ არის იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის ცვლილება, რომლის პოლიტიკის პირობებში არის კორუფცია აღმოცენებული. ფაქტოლოგია ადასტურებს, რომ თუ გინდა, რომ დარგის განვითარება შეფერხდეს, ქვეყნის განვითარება შეჩერდეს, ამისთვის სულაც არ არის საჭირო პოლიტიკური თუ სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება. საკმარისია ქვეყანაში კორუფცია აყვავდეს და დანარჩენი თავისით მოხდება. ამიტომ, აღსანიშნია მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს შეფასება. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ძველი პოლიტიკური სივრცის დისკრედიტირებული სააგენტოების დემონტაჟს შეავსებდა ძველი პოლიტიკის დემონტაჟი, არაეფექტიანი კადრებისა და თანხმლებ „ატრიბუტებთან“ ბრძოლა. ჯამში, აღვნიშნავ, რომ კორუფციის ინდექსის დონის საუკეთესო შეფასებაა საზოგადოების მიერ ქვეყანაში კორუფციის კონტროლის აღქმა, რაშიც ვთვლი, რომ საქართველოს მიღწევა არის საუკეთესო", - აცხადებს რატი აბულაძე. 

მსოფლიო ბანკის კვლევით, 189 ქვეყანას შორის „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიოში არის 41 -ე ადგილზე, ევროპაში კი 19-ე ადგილზეა საუკეთესო ოცეულში. (2012 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევაში „კორუფციის კონტროლით“ მსოფლიოში იყო 62-ე ადგილზე, ოცეულს მიღმა.)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, მსოფლიო ბანკის ახლად გამოქვეყნებული კვლევა „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება და დასტურია. მინისტრის თქმით, ზედიზედ მესამე წელია, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და კორუფციის კონტროლის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system