თავში

რა შედეგი აქვს სებ-ის ინტერვენციებს

რა შედეგი აქვს სებ-ის ინტერვენციებს
რა შედეგი აქვს სებ-ის ინტერვენციებს

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მიუხედავად, ლარის გამყარება მოკლევადიან პერიოდშიც ვერ ხერხდება. სტაბილური კურსის მიღწევა ჯერჯერობით ვერ ხერხდება და ეს პერსპექტივა ჯერჯერობით არც ჩანს. როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა report.ge-თან ამბობს, ინტერვენციები იძლევა მხოლოდ შესაძლებლობას, რომ კურსი მკვეთრად არ გაუფასურდეს. 

,,ეროვნული ბანკის ერთადერთი მიზანია, რომ მთავრობის დავალებით შეინარჩუნოს კურსი მინიმუმ, არჩევნებამდე. ეს მეტნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ არჩევნების შემდეგ როგორ შეიცვლება კურსი, ამაზე პროგნოზი შეუძლებელია. გამყარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია, არც უნდა გვქონდეს ეს მოლოდინი, გამორიცხულია. თუ ოდნავ გამყარდება მალევე გაუფასურდება, დინამიკაში ამ ტენდენციის შენარჩუნება ვერ ხეხდდება, წლებია უკვე. სებ-თვის მთავარია, ლარი სტაბილური იყოს, რადგან მერყევი კურსი ეკონომიკას ანგრევს, ბიზნესის მხრიდან არაპროგნოზირებადი სიტუაცია ყალიბდება. ელემენტარულად, 3 კვირის გეგმას ვერ აწყობენ კომპანიები იმის გამო, რომ არ იციან, როგორ შეიცვლება კურსი და რა გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე. ბოლო წლების განმავლობაში ინვესტიციების მკვეთრი კლება განპირობებულია ძალიან სერიოზული რყევებით. ამიტომ სებ-ს არა მარტო არჩევნების წინ, მუდმივად უნდა ჰქონდეს მიმართული ყურადღება კურსზე ინტერვენციებით თუ სხვა ზემოქმედებით. სხვა ყველაფერს შეეგუება ეკონომიკა, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გარდა. თუმცა სებ-ს სხვა გეგმები აქვს რეალურად, ინტერვენციებით ლარს ვარდნის საშუალებას არ აძლევენ, სხვა ეფექტს კურსზე ვერ ახდენენ", - ამბობს ელიავა. 

ცნობისთვის, 2020 წლის 10 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კურსმა 3.0989 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მხრიდან წელს ეს უკვე რიგით მე-12 სავალუტო ინტერვენციაა. სებ-მა 2020 წელს სავალუტო რეზერვებიდან, დღევანდელი აუქციონის ჩათვლით, ჯამში 369 650 000 დოლარი გაყიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system