თავში

რა შედეგით დასრულდა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა იაპონიაში

რა შედეგით დასრულდა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა იაპონიაში
რა შედეგით დასრულდა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა იაპონიაში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში, ტოკიოში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე JATA Tourism Expo მიიღო მონაწილეობა. როგორც Report.ge-ს ტურიზმის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ქუთაისის მერია, ასევე 7 ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სტენდთან გაცნობოდნენ ტურისტულ პროდუქტებს.

B2B ფორმატის ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ იაპონელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ. გამოფენის ფარგლებში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოეწყო. გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, სტუმრებს საქართველოს სტენდთან ჩურჩხელით გაუმასპინძლდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system