თავში

რა შედეგით დასრულდება "ღვინის ქარხანა 1-ის" სასამართლო დავა

რა შედეგით დასრულდება ღვინის ქარხანა 1-ის სასამართლო დავა
რა შედეგით დასრულდება ღვინის ქარხანა  1-ის სასამართლო დავა

"ღვინისქარხანა # 1-მა“ საქართველოშია კრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგნლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.ღონისძიების მიზანს სტუმრებითვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა წარმოადგნენდა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური დირექტორის,ზვიად ჭუმბურიძის თქმით, “ღვინის ქარხანა #1“ ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი გახდა. დიპლომატიურ კორპუსს, ღვინის ქარხნის დამფუძნებლებმა ისტორიული ქარხნის შესახებ მოთხრეს და დაათვალიერეს. ამათან, საუბარი ზოგადად ბიზნესის განვითრებასა და ზოგადად, ქართულ ბიზნეს კლიმატსაც შეეხო.

„მსგავსი შეხვედრები მომგებიანია უცხოელი დიპლომატებისთვის. ისინი პირველწყაროსგან შეიტყობენ ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ასევე, იმ ბიზნესმენებისთვის ვისაც აინტერესებს უცხოელი პარტნიორები. რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსი ერთ-ერთი მხარდამჭერია ბიზნესის განვითარებისთვის“,- განაცხადა ჭუმბურიძემ.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმაც. მისი თქმით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლათფორმა, - თავისუფლების ქარხანა.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობა იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს ღვინის ქარხნის წინააღმდეგ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო დეტალურად არის ინფორმირებული მოცემული სასამართლო საქმის თაობაზე და განსაკუთრებული ინტერესით ადენებს თვალს ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს! შესაბამისად, 24 ოქტომბერს, როდესაც ღვინის ქარხნის საქმეზე გაიმართება სასამართლო სხდომა, განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, კერძოდ უარს ეტყვის მოდავე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რითიც იმავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს,“ - აღნიშნა არჩილ თაბაგარმა.

“ღვინის ქარხანა #1-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძეც. მეტი გამჭირვალობისთვის ბიზნესომბუდსმენი სასამართლო სხდომაზე მათ წარმომადგენელ იურისტს გამოგზავნის.

„აღნინული დავა ეხება ბიზნესს შორის კერძო დავას. სადაც ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია და ფუნქციები იმ კანონის მიხედვით, რომელიც გვარეგულირებს შეზღუდულია. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესის გამჭირვალობას. კარგია რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ჩვენ ვუზრუნველყობთ რომ ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად ესწრებოდეს სასამართო სხდომებს. მართალია ჩვენი პოზიცია არ არის დაფიქსირებული, ვერ გვექნება პოზიცია ჩვენი კომპეტენციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე. თუმცა, ზოგადად პროცესის შეფასებისთვის, ჩვენი წარმომადეგნელი მუდმივად არის აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილი“,-ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system